ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „უკვე ჩამოწერილი,უიმედო სესხების განულება მოხდა“-რომან გოცირიძე

„უკვე ჩამოწერილი,უიმედო სესხების განულება მოხდა“-რომან გოცირიძე

 რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში  საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

„რომელ ბიუჯეტზეა საუბარი, როცა სახელმწიფო საწარმოთა უმეტესობა გაკოტრებულია. 
2017 წლის მდგომარეობით ზარალით დაამთავრა საფინანსო წელი შემდეგმა საწარმოებმა:
-რკინიგზა-354 მილიონი ლარი
-“სახელმწიფო ენერგოსისტემა”-320 მლნ. ლარი
-“ენერგოტრანსი”-315 მლნ. ლარი
-წყალმომარაგების კომპანია-64 მლნ. ლარი
-“მექანიზატორი”-20 მლნ. ლარი
-ენგურჰესი-10 მლნ. ლარი
-და კიდევ მრავალი სხვა. 
დიდძალი ფული იფლანგება გაზის სექტორში, გზებზე და ა. შ. 
ვიღაცები მილიონებს იჯიბავენ, ხალხი კი მშიერია. 
ეს ერთ-ერთი მხარეა ხელისუფლების სავალალო ეკონომიკური პოლიტიკის.“

***

ვის რა ჩამოაწერეს?  განულებულებულის   განულება…

„ამომრჩეველთა მოსყიდვის მასობრივი აქცია, რომელსაც წვრილი სესხების ” განულებას” ეძახიან, ძირითადად შეეხო უკვე ჩამოწერილ უიმედო სესხებს. ბანკების მიერ ”ქართუსათვის” გადაცემულ ბაზაში მოხვდა ყველა ის სესხი, რომელიც ოდესმე ვინმეს აუღია, არ დაუბრუნებია, არც დააბრუნებს და ვერც დააბრუნებინებენ. ეს სიის გასაბერად და აქციის მასშტაბურობის საჩვენებლად ხდება. როგორც ვამბობდით, „ქართუ“ ამაში გადაიხდის კაპიკებს. რაც შეეხება მთავარ დაპირებას, რომ ისინი წლის ბოლოდან უკვე არ გამოჩნდებიან ე. წ. ”შავ სიაში”, არის ტყუილი. გამოჩნდებიან, მანამ სანამ ხანდაზმულობის ვადა არ გაივლის. გამოჩნდება, რომ ამჟამად ვალი არა აქვთ, მაგრამ მანამდე ჰქონდათ. ისტორია არ ქრება და ნუ შეჰყავს მთავრობას და ”ქართუს” ხალხი შეცდომაში. 
ისე, მთავრობა რა შუაშია?“

***

ორიან გრეის პორტრეტი:(
დღეისათვის ქვეყანაში საშუალო ხელფასი დაახლოებით 1050 ლარია. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ შვიდი წლის შემდეგ, 2025 წლისათვის იგი გაორმაგდებაო, ანუ 2100 ლარი გახდებაო. ფასები წლიურად მხოლოდ 3-4 პროცენტით რომ გაიზარდოს( სჯერა ვინმეს?), ეს თანხა ერთი მესამედით უნდა შევამციროთ, დღევანდელ ხელფასს რომ შევადაროთ, ანუ 1400 ლარის ტოლი იქნება დღევანდელი მსყიდველობითუნარიანობით. 
ესენი რომ დარჩნენ ხელისუფლებაში, მართლა ასე იქნება. 
რას ვერჩით ამ კაცს, თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი დახატა და ისიც საშინელი გამოუვიდა:(

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა მოიწამლა

 ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით,  რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com