ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „უკვე ნატო-ში გაწევრიანებულმა საქართველომ განაგრძოს მუშაობა გაერთიანებისთვის და ოკუპირებული ტერიტორიების შემოერთებისთვის“

„უკვე ნატო-ში გაწევრიანებულმა საქართველომ განაგრძოს მუშაობა გაერთიანებისთვის და ოკუპირებული ტერიტორიების შემოერთებისთვის“

 

 

კონფლიქტოლოგი პაატა  ზაქარეიშვილი ეთანხმება ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივანს, რომ საკითხთან დაკავშირებით ქვეყანაში დისკუსია უნდა დაიწყოს.

„თუ რასმუსენმა მეხუთე პუნქტი ახსენა, მაშინ ვეთანხმები მის მოსაზრებას. დიახ, დისკუსები უნდა დაიწყოს. დისკუსიები უნდა დავიწყოთ იმაზე, თუ რა ფორმით უნდა მიგვიღონ ნატო-ში. თუ მეხუთე პუნქტი არ შეეხება აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“, ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, კარგიც კი არის. ამ შემთხვევაში ყველა დამშვიდდება, მათ შორის ნატოც, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვითხოვთ ალიანსისგან შეიარაღებულ მხარდაჭერას, მხოლოდ მშვიდობიანი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ რასმუსენმა ახსენა მეხუთე პუნქტი, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ვღებულობთ, მაგრამ მეხუთე პუნქტი არ შეეხება აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ – ეს ჩემთვის მისაღები პოზიციაა.

ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოება უნდა მივიდეს კონსენსუსამდე, გვინდა თუ არა ჩვენ ნატო-ში გაწევრიანება ისე, რომ მეხუთე პუნქტი არ შეეხოს აფხაზეთსა და ცხინვალს და უკვე ნატო-ში გაწევრიანებულმა საქართველომ განაგრძოს მუშაობა გაერთიანებისთვის და ოკუპირებული ტერიტორიების შემოერთებისთვის. მთავარია ეჭვ ქვეშ არ დადგეს შერიგების საკითხი და დიალოგი არ შეწყდეს“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„როგორ და რატომ წაართვა ხაზარაძემ ელიტ- ელექტრონიქსი ქოქოლაძეს“?

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს: „ვუსმინე მამუკა ხაზარაძეს მთავარ არხზე და ერთ დასკვნამდე მივედი. ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com