ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „უკვე გარდაცვლილი ემიგრანტი დედისგან, შენს პატარა შვილს თამარ, იტალიიდან გაგზავნილი დაბადების დღის საჩუქრები ჩაუვა“

„უკვე გარდაცვლილი ემიგრანტი დედისგან, შენს პატარა შვილს თამარ, იტალიიდან გაგზავნილი დაბადების დღის საჩუქრები ჩაუვა“

შოთო სიხარულიძის  ამაღელვებელი პოსტი, რომელიც იტალიაში გარდაცვლილ ახალგაზრდა ქალის შვილს მოიძღვნა.

„უკვე გარდაცვლილი ემიგრანტი დედისგან შენს პატარა შვილს თამარ იტალიიდან გაგზავნილი დაბადების დღის საჩუქრები ჩაუვა,  მან ხომ არ იცის რომ დედა გარდაიცვალა… არადა როგორ გიხაროდა და როგორ უხაროდა შაბათი დღის მოსვლა….. საშინელებაა მონატრებულ დედას რომ ვეღარ ჩაეხუტება და გულში ჩაიკრავს….. რა უსამართლო და სასტიკია ცხოვრება,  36 წლის ახალგაზრდა ემიგრანტი დედა რომლის გულმა ვეღარ გაუძლო ოჯახის და შვილის მონატრებას…. 
შენ ეხლა გაკლია დედის სითბო და ალერსი. შენს დაბადებას ელოდა დედაშენი, უხაროდა რომ შვილი მეყოლებაო, გაგაჩინა შენ, თვითონ კი საზღვარგარეთ ავად გახდა…. დედის ალერსს და სითბოს ვერავინ შეცვლის. შენი დედიკო ზეციდან მოგილოცავს დაბადების დღეს, ჩაგეხუტება და მოგეფერება სიზმრებში… 
შენ ხომ ღმერთის მოვლენილი ხარ და ღმერთი და დედა ზეციდან არასოდეს არ მიგატოვებს…
უფალი გფარავდეს. გაიზარდე დიდი, და ჯანმრთელი…..
(დედას პირველად ჰქონდა მარტში დაბადების დღე შენს გარეშე და შენ აპრილში პირველად დედის გარეშე…..)

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს თამარ დარჩიას ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.“

იტალიაში 36 წლის ქართველი ქალი თამარ დარჩია, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი შოთა სიხარულიძე ავრცელებს. როგორც სიხარულიძის სტატუსიდან ირკვევა, ემიგრანტი ქალბატონი საქართველოდან 6 თვის წინ წასულა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული -მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“

„მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები იმისთვის, რომ მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com