ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში, რომელიც თავად უნდა იყოს მართლმსაჯულების ეტალონი, გვხვდება სავალდებულო საპროცესო მოთხოვნების ასეთი უხეში დარღვევა“ -გიორგი თევზაძე

„უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში, რომელიც თავად უნდა იყოს მართლმსაჯულების ეტალონი, გვხვდება სავალდებულო საპროცესო მოთხოვნების ასეთი უხეში დარღვევა“ -გიორგი თევზაძე

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე აქვეყნებს ერთ-ერთ სასამართლო დავის საქმეზე საზოგადოებრივი მონიტორინგის შედეგებს.საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია: „საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი საწესდებო მიზნების შესაბამისად პერიოდულად აქვეყნებს საზოგადოებრივი მონიტორინგის შუალედურ და შემაჯამებელ შედეგებს, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა საქმეებზე ადმინისტრაციული თუ სასამართლო ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას. ერთ-ერთ ასეთ საქმეს, რომელზეც ხორციელდება ორგანიზაციის საზოგადოებრივი მონიტორინგი, წარმოადგენს.

ქ. თბილისის ფალიაშვილის #55-ში მდებარე ყოფილი შრომითი კოლექტივის წევრების უფლებების დაცვას ზ. ბასიაშვილის მიერ წარმოებულ ადმინისტრაციულ დავის საქმეზე. როგორც დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი სასამართლო დოკუმენტებით დგინდება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ (მომხსენებელი მოსამართლე ქეთევან ცინცაძე) დავის საქმე განხილული და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული იქნა მათ შორის გარდაცვლილი პირების მიმართ, საყურადღებო და საგანგაშოა ის გარემეოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო დოკუმენტურად იყო ინფორმირებული სასამართლოს კურიერის მიერ იმის თაობაზე, რომ საქმეში საპროცესო მხარედ ჩართული პირები არიან გარდაცვლილები, თუმცა უზენაესი სასამართლოსთვის ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია, რომ სასამართლო კორესპოდენციები გარდაცვლილი პირებისათვის ჩაებარებინა საჯარო შეტყობინების გზით, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა სასამართლოს საქმის წარმოება გარდაცვლილი საპროცესო მხარის უფლებამონაცვლის დადგენამდე, როგორც ამას სავალდებულო წესით ითვალისწინებს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა. თავად ეს ფაქტი, რომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში, რომელიც თავად უნდა იყოს მართლმსაჯულების ეტალონი, გვხვდება სავალდებულო საპროცესო მოთხოვნების ასეთი უხეში დარღვევა და სრული უგულვებელყოფა, მიანიშნებს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ რთულ ვითარებაზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. წარმოდგენილი დარღვევა მინიმუმ ამ საქმის განმხილველი მოსამართლეების მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების სათანადო საფუძველს ქმნის. ამ ფაქტზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან სათანადო რეაგირება იქნება ტესტი მთელი სასამართლო ხელისუფლებისათვის. ორგანიზაცია გააგრძელებს ამ საკითხზე საზოგადოებრივ მონიტორინგს, რომლის შედეგებს გავასაჯაროვებთ მედია-საშუალებებით, და შესაბამის ინფორმაციას მივაწოდებთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს“ – აღნიშნულია საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის უფლებადამცველი გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მომწონსკომენტარი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მე-15 დღეა შიმშილობს- ძველებურად ვერ გამოიყურება,ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ“-გიული ალასანია

ემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ...