ახალი ამბები
Home / ახალი ამბები /  უვადოდ დანიშნული მოსამართლე სერგო  მეთოფიშვილი: „ასეთი მუქარებით ვერავინ ვერ შემაშინებს! გადადგომას და არსად წასვლას არ ვაპირებ!“

 უვადოდ დანიშნული მოსამართლე სერგო  მეთოფიშვილი: „ასეთი მუქარებით ვერავინ ვერ შემაშინებს! გადადგომას და არსად წასვლას არ ვაპირებ!“

 უვადოდ დანიშნული მოსამართლე სერგო  მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში  უვადო მოსამართლეების წნააღმდეგ საწყებულ კამპანიაში ადანაშაულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს  და ეკა ბესელიას:

„მე ადრე უკვე ვთქვი, რომ რასაც ბოლო პერიოდში პოლიტიზირებული ეკა გიგაური, ასევე პოლიტიზირებულ სულხან სალაძესთან, ანა დოლიძესთან, ნაზიბროლა ჯანეზაშვილთან, ასევე, რამოდენიმე სხვა პოლიტიზირებულ NGO-სთან და ბესელიასნაირ პოლიტიკოსებთან ერთად გვთავაზობენ, ამას შეიძლება ეწოდოს – თავხედი და ზღვარსგადასული თვითნებობა!

თუმცა, ბოლო დღეებში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, კერძოდ, აშკარად დაიწყო მოსამართლეების დევნა, ამასთან, ხშირად ისმის მუქარა მოსამართლეების მისამართით! ასე მაგალითად, გედევან ფოფხაძემ გიშინ დაჭერით დაემუქრა მოსამართლეებს!

მანამდე ზემოთ მითითებული პირები ითხოვდნენ, რომ სასამართლოში უნდა განხორციელდეს წმენდა! ითხოვდნენ, რომ მოსამართლეები არ უნდა დაწინაურდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მუშაობდნენ წინა რეჟიმის პირობებში და იყენებდნენ წინა რეჟიმის მიერ მიღებულ კანონებს! ითხოვდნენ კონსტიტუციური ორგანოს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას! ითხოვდნენ საბჭოს უფლებამოსილების შეზღუდვას და ა.შ..

რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ბოლო დღეებში პოლიტიზირებული NGO-ს წარმომადგენლები და ბესელიასნაირი პოლიტიკოსები თითქმის ყოველ დღე მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ საზოგადოების ზეწოლით ე.წ. “კლანის წევრები” მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები (სულ, დაახლოებით 25 მოსამართლე) გაგდებულ უნდა იქნენ სასამართლო სისტემიდან! (გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ სიტყვებზე – “საზოგადოების ზეწოლით”!!!)

გუშინ საღამოს ქუჩაში გამვლელმა ჩემთვის უცნობმა ორმა მამაკაცმა, ძალიან აგდებული ტონით მკითხეს გადავდგები თუ არა, რაზედაც ვუპასუხე, რომ არ ვაპირებ არსად წასვლას. ამის შემდეგ მითხრეს: “ცოტა ხანი გიყურებთ კიდევ და თუ არ გადადგები შენ მეგობარ მოსამართლეებთან ერთად, ოჯახებიანათ გადაგასახლებთ!”

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო:

1.
2. ამ მუქარის ფაქტზე და ასევე, ჩემსა და სხვა მოსამართლეების და მათი ოჯახების მიმართ მოსალოდნელი ძალადობის, შეურაცხყოფის და მსგავსი ხასიათის ფაქტებზე და ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება:
– ეკა გიგაურს;
– სულხან სალაძეს;
– გიორგი მშვენიერაძეს;
– სოფო ვერძეულს;
– ანა დოლიძეს;
– ნაზიბროლა ჯანეზაშვილს;
– ეკა ბესელიას;
– ლევან გოგოჩაიშვილს;
– გედევან ფოფხაძეს;
– ლევან კობერიძეს;
– დავით ჭიჭინაძეს;
– გია ხუხაშვილს;
3. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ეს როგორმე მართლა შეეხოს, მაშინ მე ვიცი რას გავაკეთებ…

მინდა მივმართო, ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებას, აღმასრულებელ ხელისუფლებას!
მინდა მივმართო ჩვენ საეართაშორისო პარტნიორებს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს! მინდა მივმართო საღად მოაზროვნე ყველა პოლიტიკურ ძალას და არასამთავრობო ორგანიზაციას, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს!
ბატონებო და ქალბატონებო!
ამ ხალხის მოწოდებებმა ძალიან სახიფათო და საშიში პროცესები გამოიწვია!!! 
უპასუხისმგებლო განცხადებებით თესავენ შუღლს და სიძულვილეს მისამართლეების და ზოგადად სასამართლოს მიმართ! პრაქტიკულად ხალხს მოუწოდებენ მოსამართლეების მიმართ ძალადობისაკენ!!!
ნუ ხართ ამ უკანონობის და უპასუხისმგებლობის პასიური მაყურებლის როლში!!!
რას ელოდებით, სანამ მათი მოწოდებების შედეგად ქუჩებში დახოცვას დაგვიწყებენ???

***

როგორც მოსამართლე, მე პასუხის ღირსად არ ვთვლი ბესელიას და მისნაირ პოლიტიკოსებს, თუმცა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და კოლეგიის თავმჯდომარე ვალდებული ვარ დავიცვა ზოგადად სასამართლო სისტემის და მოსამართლეების დამოუკიდებლობა.

მინდა სიამაყით ავღნიშნო, რომ 2012 წლიდან პოლიტიკური წნეხისგან და პოლიტიკოსების გავლენებისგან გათავისუფლებულმა არაკორუმპირებულმა, კომპეტენტურმა და მიუკერძოებელმა საქართველოს მართმსაჯულების სისტემამ, მიუხედავად ობიექტური პრობლემებისა (სულ ცოტა 100 მოსამართლის ნაკლებობა, საქმეთა გადათვირთულობა, სხდომათა დარბაზების ნაკლებობა და ა.შ.) 2013-18 წლებში საოცარი შედეგი დადო, რაზედაც ყველაზე დიდი კრიტიკოსებიც კი არ კამათობენ და რასაც ყველაზე აქტიურად და იბიექტურად უცხოელი პარტნიორები აფიქსირებენ და აღიარებენ, კერძოდ: 
მსოფლოოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე კვლევითი ცენტრია – “ჰერითიჯ ფაუნდეიშენ”, რომელიც მსოფლიოს 180 ქვეყანაში სასამართლოს ეფექტიანობას აფასებს შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:
– სასამართლოს დამოუკიდებლობა;
– სასამართლოს პროცესის ხარისხი;
– დავის მოგების მოლოდინი.

ამ ცენტრის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეოლში მე-18 ადგილზე გავიდა(!), ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში, ცანტრალურ და სამხრეთ აზიაში – პირველ ადგილზეა!!! ამავე კვლევის მიხედვით საქართველო უსწრებს ესპანეთს, იტალიას, რუმინეტს, მალტას, საბერძნეტს, ლატვიას, ჩეხეთს, სლოვენიას, უნგრეთს, პოლონეთს, ხორვატიას, ბულგარეთს, სლოვაკიას და კვიპროს!!!
გარდა ამისა, “Doing Business 2019”- ს კვლევის მიხედვით 2018 წელს ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო 190 ქვეყნიდან მე-6 ადგილზე დაწინაურდა (იყო მე-9 ადგილზე).
კვლევის მიხედვით ამ დაწინაურებაში სასამართლო როლიც არის, კერძოდ, ამ წინსვლას ხელი შეუწყო, რომ დანერგილი იქნა საქმეთა ელექტრონული განაწილება და შარშან და შარშანწინთან შედარებით გაიზარდა სასამართლო პროცესის ხარისხის ინდექსი!!!

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრია დასახვეწი და გასაკეთებელი, მე ვამაყოფ საქართველოს მართლმსაჯულების ასეთი შეფასებებით!!!

ამ დროს რას აკეთებენ ბესელია, მისნაირი პოლიტიკოსები და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია? პასუხი ვიხილეთ განსაკუთრებით ბოლო დღეებში – პოპულისტური, უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი განცხადებებით ყველანაირად ცდილობენ მოახდინონ საკუთარი ქვეყნის სასამართლო სისტემის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაცია! ყველანაირად ცდილობენ წარმოაჩინონ თითქოსდა მათ, 7 წლის თავზე, ამოძრავებთ სასამართლო სისტემის (წარმოიდგინეთ იმ სასამართლო სისტემის, რომელმაც ზემოთ მითითებულ საოცარ წარმატებებს მიაღწია) “გაჯანსაღების” მოტივი, არადა, სახეზეა ცუდად შეფუთული, რეალურად მეტად შემაშფოთებელი მცდელობა – დაიმორჩილონ სასამართლო!!!

სამარცხვინოა და ყოვლად დაუშვებელია, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი (ვგულისხმობ ბესელიასნაირ პოლიტიკოსებს), დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან საკუთარი ქვეყნის სასამართლო სისტემის, ანუ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას.

უბრალოდ წარმოიდგინეთ ბესელიამ და მისნაირმა პოლიტიკოსებმა ბოლო დღეებში მიზანმიმართულად გაკეთებული შეურაცხმყოფილი განცხადებებით როგორი უზარმაზარი ზიანი მიაყენეს საკუთარი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების, ანუ საკუთარი ქვეყნის მესამე ხელისუფლების რეპუტაციას.

ვეკითხები საზოგადოებას – რა არის ეს, თუ არა სამარცხვინო უპასუხისმგებლობა მათი მხრიდან?

ისმის კითხვა რატომ აკეთებენ ამას? პასუხი მარტივია – ცდილობენ მოიპოვონ გავლენა სასამართლო სისტემაზე და “ჯიბის” სასამართლოდ აქციონ უზენაესი სასამართლო!

სწორედ ამისთვის იბრძვიან ამჟამად, სწორედ ამიტომ შეეცდებიან შეიტანონ ცვლილება კანონში და საბჭო ვალდებული გახადონ ამ პროცესში ჩართონ პოლიტიკოსები და პოლიტიზირებული არასამთავრობო სექტორი და მათი ჩართულობით შეირჩეს მათთვის სასურველი კანდიდატები.

იმედია ხელისუფლების უმრავლესი მაწილი არ ფიქრობს ასე და გააგრძელებს დემოკრატიულ რეფორმებს სასამართლოში, რაც დაეფუძვნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და მიმართული იქნება სისტემის მეტი დამოუკიდებლობისკენ!“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

 რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე კომენტარს აკეტებს: „საოცარი ამბები ხდება საბანკო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com