ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „უდიპლომო სასიძოები არ გვეყოფოდა და უდიპლომო მინისტრი თეა წულუკიანი-ახლა უდიპლომო პროკურორი და ჩვენს წინაშე არიან უდიპლომო მოსამართლეებიც…“

„უდიპლომო სასიძოები არ გვეყოფოდა და უდიპლომო მინისტრი თეა წულუკიანი-ახლა უდიპლომო პროკურორი და ჩვენს წინაშე არიან უდიპლომო მოსამართლეებიც…“

 

 გენპროკურორ შალვა  თადუმაძის  განათლების საკითხი კითხვითი ნიშნის ქვეშაა.საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ცნობით, მოქმედ გენერალურ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს დიპლომშ მითითებული აქვს,  რომ 1993 წელს ჩააბარა იმ სასწავლებელში, რომელიც  1994 წელს დაარსდა.

„ქართული ოცნების“ რეალობაში მიღებულია უდიპლომო პროკურორი, უდიპლომო მინისტრი და უდიპლომო მოსამართლე, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა გენერალურ პროკურორ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძესთან დაკავშირებით.

„ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ „ქართული ოცნების“ რეალობაში მთავარი ფასეულობა არის პიროვნული ერთგულება და არა კომპეტენცია და სამშობლოსადმი თავდადება. უდიპლომო სასიძოები ჩვენ გვქონდა კინოში, მაგრამ ძალიან სამწუხარო პოლიტიკურ რეალობაში აღმოვჩნდით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში სახელმწიფოს მართავს უდიპლომო მინისტრი თეა წულუკიანი, უდიპლომო პროკურორი და ჩვენს წინაშე არიან უდიპლომო მოსამართლეებიც“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა“-მამუკა ხაზარაძე

  საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com