ახალი ამბები
Home / Uncategorized / უგონო მდგომარეობაში მყოფ ჟურნალისტს ხელბორკილები დაადეს

უგონო მდგომარეობაში მყოფ ჟურნალისტს ხელბორკილები დაადეს

უთაისის მერიის შენობაში “ქუთაისი თუდეის” რედაქტორი პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა – უგონო მდგომარეობაში მყოფ ჟურნალისტს ხელბორკილები დაადეს.

ქუთაისის მერიის შენობიდან ჟურნალისტი, ქუთაისი თუდეის რედაქტორი, ბუბა ჩივაძე, პოლიციამ იძულებით გაიყვანა. 
ჩივაძე ამბობს, რომ ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა ჟურნალისტებს მერიის შენობაში შესვლა და გადაადგილება აუკრძალა. მას სწორედ ამის შესახებ სურდა კითხვების დასმა – რის საფუძველზე უკრძალავს მერი შენობაში შესვლას მედიის წარმომადგენლებს. ჩივაძე, დაცვის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხახალეიშვილის კაბინეტში შევიდა და თქვა, რომ მერს აქ დაელოდებოდა. მისივე თქმით, დაცვამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 
“ქალაქის მერის მითითებით კრძალავენ მედიის წარმომადგენლების გადაადგილება შენობაში. ველოდები მერს, რომ განმარტოს, რის საფუძველზე გააკეთა ეს. მობრძანდეს და თქვას, რის საფუძველზე გვეკრძალება მე და ჩემს კოლეგებს გადაადგილება ადმინისტრაციულ შენობაში”. – თქვა ჩივაძემ. 

თუმცა, მალევე პოლიციამ ის ჯერ მერის კაბინეტიდან გაიყვანა, შემდეგ კი შენობიდანაც. ის პოლიციის მანქანაში ჩასვეს. უცნობია, სად გადაიყვანეს მათ ჩივაძე. 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი გახარია:„ ივანიშვილს მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ?-თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელიც საქართველოში დღეს ხდება?“

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და ...