ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული  იულია სუსლიაკი,სამართალდამცველებმა სამოქალაქო პირებთან ერთად გაიტაცეს

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული  იულია სუსლიაკი,სამართალდამცველებმა სამოქალაქო პირებთან ერთად გაიტაცეს

 

 

„სუსლიაკი დღეს ჩემთან მოდიოდა, ხვალ ბრიფინგი მაქვს ჩანიშნული 13:00 საათზე, რომელზეც სუსლიაკს დეტალები უნდა მოეთხრო იმის შესახებ, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, ვინ არღვევდა მის უფლებებს მთელი სამი თვის განმავლობაში, რა სტრესისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა მთელი სამი თვე. ეს ყველაფერი რომ არ დაეშვათ, გენერალური პროკურატურორის პროკურორების – თეა გიორგაძისა და მარიამ გოგორელიანის პირდაპირი მითითებით, პოლიციის თანამშრომლებმა სამოქალაქო პირებთან ერთად, დღეს 08:30 საათიდან 09:00 საათამდე ბაქო-თბილისის რეისის მე-5 ვაგონიდან, გარდაბნიდან გაიტაცეს იულია სუსლიაკი და მისი ადგილსამყოფელი ჩემთვის ამ დრომდე უცნობია. ტელეფონი გამორთული აქვს. შსს და პროკურატურა ინფორმაციას არ გვაწვდის და ფაქტობრივად საქმე გვაქვს ადამიანის უკანონო გატაცებასთან, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე“,-აცხადებს სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული  იულია სუსლიაკი,  ადვოკატის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სამოქალაქო პირებთან ერთად გაიტაცეს. როგორც ზურაბ თოდუამ „ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე ორ საათზე მეტია, მას სუსლიაკის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

“29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც, ...