ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ტრაგუკული შემთხვევა, ურეკში 13 წლის მოზარდი დაიხრჩო

ტრაგუკული შემთხვევა, ურეკში 13 წლის მოზარდი დაიხრჩო

ურეკში ზღვაში 13 წლის ბიჭი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მოზარდი სიღნაღის რაიონის, სოფელ ბოდბისხევიდან ურეკში გასტროლებზე იყო ჩასული. 

თორნიკე პატრიასოვი ხალხური ცეკვის ანსამბლ ,,ლაშქრულის” მოცეკვავე იყო. ანსამბლის სხვა წევრების თქმით, მოზარდი აღელვებულ ზღვაში ჩავიდა. მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მოზარდის ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე ათეული მეტრიდან 10 და 16 წლის მოზარდები უვნებლად გამოიყვანეს. მაშველების მიერ ორი მოზარდის ზღვიდან გამოყვანის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მათთან ერთად იმყოფებოდა მესამე მოზარდიც. 13 წლის მოზარდის ცხედარი მაშველებმა მოგვიანებით აღმოაჩინეს. გადარჩენილი მოზარდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

Posted by ლალი თავართქილაძე აფთიაქი ანი on შაბათი, 30 ივნისი, 2018

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com