ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ტკიპა გვხვდება ყველგან – მცენარეებზე, ბალახებში, ცხოველებთან, შესაბამისად, რისკი, რომ დაავადება ადამიანზე გადავიდეს, საკმაოდ დიდია

ტკიპა გვხვდება ყველგან – მცენარეებზე, ბალახებში, ცხოველებთან, შესაბამისად, რისკი, რომ დაავადება ადამიანზე გადავიდეს, საკმაოდ დიდია

 

 

„აუცილებლად ხელთათმანი უნდა გქონდეს და პინცეტით უნდა მოვაშოროთ. კარგად უნდა მოედოს პინცეტის პირი ტკიპას და ფრთხილი მოძრაობით, მოტრიალებით უნდა ამოვიღოთ, რომ მისი სხეულის ნაწილები არ ჩარჩეს კანში. ტკიპას რაც უფრო ჩქარა მოვიშორებთ, შემდეგ, მით უკეთესია. რადგან ის რაც უფრო დიდი ხანი რჩება კანზე, მით მეტი შანსია, დაავადება ადამიანზე გადავიდეს. უამრავი სახეობის ტკიპა არსებობს. აქედან, ზოგი შეიძლება იყოს რაიმე დაავადების გადამტანი. ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება იყოს ტკიპასთან დაკავშირებული დაავადება, ეს არის „ყირიმ-კონგოს ცხელება“, რომელიც ხაშურიდან მოყოლებული სამცხე-ჯავახეთისკენაა გავრცელებული“ – განაცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

 ზაფხულის სეზონზე, ტკიპა, რომელიც უმძიმესი დაავადების – „ყირიმ-კონგოს ცხელების“ გადამტანია, განსაკუთრებით აქტიურია. ტკიპა გვხვდება ყველგან – მცენარეებზე, ბალახებში, ცხოველებთან, შესაბამისად, რისკი, რომ დაავადება ადამიანზე გადავიდეს, საკმაოდ დიდია. როგორ მოვიშოროთ ტკიპა და რამდენად საშიშია ის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ .

როგორც იმნაძემ აღნიშნა. მნიშვნელოვანია მეცხოველეობით დაკავებული მოქალაქეები, რომლებმაც ტკიპები ცხოველებს ხელით არ უნდა მოაშორონ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ ნარკომომხმარებელი მიშველეთო ყვიროდა-გამოიძახეს სასწრაფო… სასწრაფოს არ აქვს ძლიერი დამამშვიდებელი…დედა ფსიქიატრიულში გადაყვანას სთხოვდა და აქაც, პრობლემაა“

ეკა სილაგაძე : „ვინც ამბობს, რომ ნარკოტიკის მოხმარება პიროვნების პირადი საქმეა და მისი სხეული მის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com