„არ დავთმობ ამ ტელევიზიას რომელიუც ამ ხელებით გვაქვს აშენებული ორი კამერით, მაშინ როცა არ არებობდა კრიტიკული მედია. თუკი არ არ აპირებთ შემოჭრას ,რას ნიშბნავს ეს ჩანაწერი პროპორციული ძალის გამოყენებაზე?
ხელისუფლება ვერასოდეს ვერ დახირას ტვ პირველს ვერასოდეს ვერ დახურავთ ტვ პირველს, თუ არ აპირებთ შემოჭრას, რას ნიშნავს იძულებით შესვლასთან დაკავშირებით და წინააღმდეგობის შემთხვევაში პროპორციული ძალის გამოყენების შესახებ? არ გამოგივათ. ვერ აიღებთ ძალით ტელევიზიას თუ აქ შემოჭრა გაქვთ დაგეგმილი.“- ეს განცხადება ჟურნლისტმა და წამყვანმა ინგა გრიგოლიამ რამდენიმე ხნის წინ გააკეთა.
სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა ტვ „პირველიდან“ მასალების ამოღების მიზნით შევიდეს ტელევიზიაში. „წინააღმდეგობის გაწევისას კი გამოიყენოს იძულების პროპორციული ძალა“.ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ხელისუფლებას მოუწოდებს წინა ხელისუფლებების შეცდომებს ნუ გაიმეორებენ.
ტელეკომპანია „პირველი“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2014 წლის 13 მარტს დარეგისტრირდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ვახტანგ (ვატო) წერეთელია.