ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს

„ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად, მის საცხოვრებელ სახლთან „კამერების კორიდორი“ სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორებმა მოაწყვეს. სახლიდან გამოსვენების შემდეგ ლექსო ლაშქარავას ცხედარი სწორედ კოლეგების მიერ გაკეთებულ დერეფანში გაატარეს. გარდაცვლილ ოპერატორს კოლეგები, ახლობლები და დაკრძალვაზე მისული სხვა პირები ტაშით დაემშვიდობენ.

ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომლებმა გარდაცვლილი ოპერატორის სახლთან ყველა ის სამუშაო ნივთიც მიიტანეს, რომელიც მას 5 ივლისის აქციის გაშუქებისას თან ჰქონდა და რომელიც ფიზიკური ძალადობის დროს დაუმსხვრიეს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ქალს თავი აქვს გაჩეხილი და გაძარცვულია- შანე ბრუკის ცხედარს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა“

31 წლის ავსტრალიელი ქალის ცხედარს, რომელიც მთაწმინდის ფერდობზე ცოტა ხნის წინ იპოვეს, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ...