ახალი ამბები
Home / Uncategorized / ტვერელის ეკლესიას ანგრევენ და ეზოში კორპუსებს აშენებებენ (ვიდეო)

ტვერელის ეკლესიას ანგრევენ და ეზოში კორპუსებს აშენებებენ (ვიდეო)

მთაწმინდაზე, ტვერელის ეკლესიასთან ადგილობრივთა ნაწილი მშენებლობას აპროტესტებს.

„ქოხმახები იყო და არ ავაშენოთ კოუპუსი?“(იხ, ვიდეო)

 https://www.facebook.com/tvpirveli/videos/2195769957184160/
აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ადგილას კომპანია MKdevelopment საცხოვრებლის აშენებას გეგმავს. როგორც MKdevelopment-ის დირექტორი მიხეილ კუჭავა “კომერსანტთან” საუბრისას განმარტავს, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიას და  თბილისის მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს პროექტი განხილული, მიღებული და დამტკიცებული აქვს. მისივე თქმით, 2 ადგილობრივის გარდა, მშენებლობაზე ყველა თანახმაა.

“ჩვენს კომპანიას, დაწყებული გეოლოგიური კვლევიდან, გააჩნია ყველა იურიდიული საბუთი და დასკვნა აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით. პროექტი დამტკიცებულია ახალი რეგულაციებით და გათვალისწინებულია ყველა უსაფრთხოების ნორმა, გავლილი აქვს ურბანული დაგეგმარების და ისტორიული საბჭოები, რომლის გარეშეც არ ხდება ქალაქის მუნიციპალიტეტში პროექტის შეთანხმება, რასაც საკმაოდ დიდი დრო და არქიტექტორების პროფესიონალური მუშაობა დასჭირდა. არანაირი კოეფიციენტი არ ყოფილა ნაყიდი და საცხოვრებელი შენდება იმ მოცულობის, რაც არსებული ზონალობით და კანონით არის გათვალისწინებული. მიწის სამუშაოებისთვის სპეციალურად შეირჩა კვალიფიციური კომპანია, რომელსაც იურიდიული პასუხისმგებლობა აქვს აღებული, როგორც ტექნიკურ ასევე ფინანსურ მხარეზე რაიმეს დაზიანების შემთხვევაში, მას ყოველდღიურ ტექნიკურ ზედამხედველობას უწევენ, როგოც კომპანიის წარმომადგენლები, ასევე პროექტის კონსტრუქტორი, გეოლოგი და ზედამხედველობის სამსახური, ასევე მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები, ნაწილი მათგანი შესრულებულია, ნაწილიც ახლა იწყება. ამ სამუშაოებსაც შეასრულებს კვალიფიციური კომპანია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს და ისეთი სამუშაოები აქვს შესრულებული, როგორიცაა, მაგალითად, კაშხლების გამაგრება. ამ კომპანიასაც აღებული აქვს იურიდიული პასუხისმგებლობა, როგორც ტექნიკურ, ასევე ფინანსურ მხარეზე, რაიმეს დაზიანების შემთხვევაში.
ჩვენს კომპანიას ასევე, გააჩნია სურვილი და ხედვა ამ უბნის რეაბილიტაცია-განვითარებისა, არსებული გენერალური გეგმით დადგენილი პარამეტრების და რეგულაციების გათვალისწინებით, რომლის შესახებაც კარგად არის ცნობილი მოსახლეობისთვის და მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინდივიდუალურად თითოეულ მოსახლესთან. ეს მათი გადასაწყვეტია, თუ რა შეთანხმებამდე მივალთ. მოგეხსენებათ, არ არსებობს ისეთი მშენებლობის პროცესი, რომელიც გარკვეულ დისკომფორტს არ უქმნის ახლომდებარე მოსახლეობას, რის გამოც ძალიან ვწუხვართ, მაგრამ რაიმეს შეცვლა ჩვენს ძალებს აღემატება. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განვახორციელოთ მშენებლობის პროცესი. რაც შეეხება რამდენიმე მოსახლის, უფრო სწორად, ორის განსაკუთრებულ გაღიზიანებას, მათ პირადი ანგარება ამოძრავებთ. უამრავ ტყუილს და დეზინფორმაციას ავრცელებენ სოციალურ ქსელში თუ ტელევიზიით, როგორც კომპანიის მეპატრონეების, ასევე პროექტის თუ მისი ვითომ ლობისტების შესახებ. ამ პროექტის ლობისტი არის კანონი და ის რეგულაციები, რომლებიც სრულად გავლილი და დაკმაყოფილებული აქვს ამ პროექტს. ტვერელის ეკლესია საუკუნეზე მეტი ხნის წინ იყო აგებული და ეს ფერდობი მიმდინარე მშენებლობის გარეშეც ითხოვდა გამაგრებით სამუშაოებს, მას ცოტა ხნის წინ შიგნით ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ახლა ჩვენი მიზანია მშენებლობის დასრულების შემდეგ, ეკლესიის წინამძღვართან, საპატრიარქოსთან და მერიასთან შეთანხმებით, რითიც შევძლებთ, დავეხმაროთ და კიდევ უფრო გავალამაზოთ ტვერელის ეკლესია, გავამწვანოთ და განვავითაროთ მიმდებარე ტერიტორია.”- აცხადებს MKdevelopment-ის დირექტორი მიხეილ კუჭავა.

⭕ LIVE 📌 მთაწმინდაზე, ტვერელის ეკლესიასთან ადგილობრივთა ნაწილი მშენებლობას აპროტესტებს

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on სამშაბათი, 26 მარტი, 2019

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„გამოკვლეული 1578 ბავშვიდან ტყვიის შემცველობა 650 ბავშვს აქვს მომატებული“-ამირან გამყრელიძე

 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბავშვებში ტყვიის შემხველობა მომატებულია:,„სახელმწიფო დააფინანსებს მათ შორის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com