ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ტერაქტი თუ შემთხვევითობა? ვინ ააფეთქა მანქანა, რომლითაც სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურები გადაჰქონდათ

ტერაქტი თუ შემთხვევითობა? ვინ ააფეთქა მანქანა, რომლითაც სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურები გადაჰქონდათ

 პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ცილისმწამებლური კამპანია არ წყდება, უფრო მეტიც, სალომე ზურაბიშვილს  ზოგჯერ სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებიან. ამჯერად   ის  მანქანა ააფეთქეს, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატის სარეკლამო ნივთები გადაჰქონდა.

სატვირთო ავტომობილს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურები გადაჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბლეი ავრცელებს.

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. სატვირთო ავტომობილი ახორციელებდა საქართველოს ფოსტის ტვირთის გადაზიდვას თურქეთის რესპუბლიკიდან თბილისში, ლილოს ტერმინალის მიმართულებით. სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სააგიტაციო ნივთებით, კერძოდ – სარეკლამო მაისურებით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები”, აღნიშნულია ზურაბიშვილის შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეთერშია ”კური”-გვამცნობს ქიბარსალიზებული ხმა“

  „ფრიად სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილა ”კურიერის” წამყვანთა ვინაობა. მას ქიბარ ხალვაში და ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com