ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სასამართლოს მიმართავენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სასამართლოს მიმართავენ

 

 

უსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დასაბრუნებლად  „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მხრიდან სასამართლო დავის დაწყებაზე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც სარჩელის შინაარს გაეცნობა.

ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მას რაიმე სამართლებრივი კვალიფიციური კომენტარის გაკეთება გაუჭირდება. „მე არ ვიცი სარჩელის შინაარსი, შესაბამისად ახლა რამე კვალიფიციური სამართლებრივი კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. მას შემდეგ, რაც სარჩელის შინაარსი მეცოდინება, ალბათ, ამის შემდგომ გავაკეთებ კომენტარებს. მე არც ის ვიცი, ჩვენ ვართ თუ არა მხარე ამ დავის. რაც შეეხება ზოგადად შანსებს ამ საქმესთან დაკავშირებით, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია“,-განაცხადა პაატა სალიამ.შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „ლელოს“ წევრის, იურისტის კახა კოჟორიძის ინფორმაციით, .ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სასამართლოს მიმართავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კოჟორიძემ განუცხადა, საქმეში მთავარი მოპასუხე ქიბარ ხალვაში იქნება, ასევე მოპასუხე მხარედ სარჩელში დაფიქსირებულია პაატა კარსანიძეც, რომელმაც 2004 წელს „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტი იყიდა და იმავე დღეს ქიბარ ხალვაშს დაუთმო.შესაბამის სარჩელს კოჟორიძე, აქიმიძე და დვალი 17 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანენ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მთავრობამ გვითხრა, ფული გადმოგვირიცხონ და ჩვენ ჩამოვიყვანთ მოქალაქეებსო-ფული გადმოგირიცხოთ ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა“

ყოფილმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას უფასო რეისების განხორციელება შესთავაზა და უარი მიიღო. რამდენიმე დღის წინ კი, ...