ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ტაქსის მძღოლებს უფასოდ გადავცემთ მანათობელს, გავათავისფლებთ გადასახადებისაგან, მათი შემოსავლები გაიზრდება“-კახა კალაძე (ვიდეო)

„ტაქსის მძღოლებს უფასოდ გადავცემთ მანათობელს, გავათავისფლებთ გადასახადებისაგან, მათი შემოსავლები გაიზრდება“-კახა კალაძე (ვიდეო)

  კახა კალაძემ პირდაპირ ჩართვის დროს ტაქსის მძღოლების აქციის შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა:

„ტაქსის მძღოლებს შევხვდები და მოვუსმენ-ყველამ იცის,  რომ ეს სფერო მოსაწესრიგებელია, პირველ რიგში გადასახადებისგან გათავისფლდებიან ტაქსის მძღოლები, რომლებიც ლიცენზიას აიღებენ-მათ ტაქსის მანათობელი უფასოდ  ფადაეცემა და საპარკინგე ადგილები გამოყოფილი იქნება.ასევე  ტაქსებს  გადავღებავთ უფასოდ, მივცემთ ვაუჩერს. უკვე 100-მდე მძღოლს გადავეცით ეს ვაუჩერი.ტაქსების ლიცენზიის ორი მიმართულება – A და B კატეგორიები. B კატეგორიის ლიცენზიანტებს არ აქვთ არანაირი ვალდებულება, არც ტაქსის გადაღებვის და არც მანათობლის დაყენების. მათ შესაძლებლობა აქვთ, „ტაქსიფაის“ და „უბერის“ სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სისტემით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას. რაც შეეხება A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს, მათ აქვთ ვალდებულება,ჰყავდეთ თეთრი ავტომობილი. ავტომობილის გადაღებვის თანხებზე ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა 

ეს იქნება დედაქალაქის მოსახლეობისთვის მოწესრიგებული სერვისი. მადლობა ყველა იმას,  ვინც აიღო ვაუჩერი და მოახდინა ტაქსის გადაღებვა, მათი შემოსავალი გაიზრდება იმ რეკლამისაგან, რომელაც გააკეთებენ. ისინი,  ვინც აპროტესტებენ ჩვენს რეფორმას,  მათ შეუძლიათ 5-10 კაციანი ჯგუფი  გააკეთონ, მერიის წარმომადგენლები მათ შეხვდებიან და მოვისმენენ მათ პრეტენზიებს“-განაცხადა  კახა კალაძემ. (იხ, ვიდეო)

🔹როგორც იცით, არის ტაქსების ლიცენზიის ორი მიმართულება – A და B კატეგორიები. B კატეგორიის ლიცენზიანტებს არ აქვთ არანაირი ვალდებულება, არც ტაქსის გადაღებვის და არც მანათობლის დაყენების. მათ შესაძლებლობა აქვთ, „ტაქსიფაის“ და „უბერის“ სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სისტემით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას. რაც შეეხება A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს, მათ აქვთ ვალდებულება, ყავდეთ თეთრი ავტომობილი. ავტომობილის გადაღებვის თანხებზე ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და მათ არცერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ. ამ პროექტს ტენდერში გამარჯვებული სარეკლამო კომპანია განახორციელებს. პირველი, რაც მნიშვნელოვანია, ტაქსის მძღოლს გავლილი უნდა ჰქონდეს ტექნიკური ინსპექტირება და ორ კვირაში უნდა მიმართოს შესაბამის კომპანიას. გარდა ამისა, მათ აქვთ პრივილეგია – ქალაქში მათთვის გამოყოფილია სპეციალური ადგილები პარკინგისთვის, სადაც არანაირი გადასახადი არ ექნებათ. ასევე, აქვთ შესაძლებლობა, რომ თავიანთ ავტომობილზე განათავსონ რეკლამა და შემოსული თანხები მათი საკუთრება იქნება. ერთიანი ვიზუალური სტანდარტის მანათობლები ღამის საათებში წითლად იქნება განათებული, იმ შემთხვევაში, როდესაც ტაქსი დაკავებულია. 🔹რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ტვერელის სახელობის ტაძართან, 8 მარტის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ. ამ ადგილზე ადრე ბარაკები იყო და ადგილობრივები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. დღეს, მათი პირობების გაუმჯობესება და ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ხდება. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ კორპუსების მშენებლობაზე საუბარი არ არის და კოეფიციენტის მატება არ მოხდება. ეს არის ორ-სამსართულიანი ტერასული ტიპის სახლები. გულწრფელად რომ ვთქვა, თავიდან როცა სამუშაოები, გადათხრილი მიწის ნაკვეთი ვნახე, ეჭვი მეც გამიჩნდა. შესაბამისად, დავინტერესდი, რეალურად რა ხდებოდა ამ ტერიტორიაზე. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ყველა პროცესი კანონის დაცვით მიმდინარეობს.მინდა, ჩემი თანამშრომლების მიმართ საყვედურის სახით ისიც ვთქვა, რომ როდესაც ეს თემა აქტუალური გახდა, ალბათ შესაბამის სამსახურებს უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინათ და დაინტერესებული ადამიანების ჯგუფი უნდა დაებარებინათ. არ ვსაუბრობ ოპონენტებზე. ვიცით, რომ მათ გარკვეული ინტერესები აქვთ და ყოველთვის ეცდებიან, ეს საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ. მინდა, ილია ელოშვილს ვთხოვო, რომ ამ ადამიანებს, რომლებსაც თბილისზე გული შესტკივათ, სრული ინფორმაცია მივაწოდოთ. სამწუხაროა, რომ ის, რაც წლების განმავლობაში აღმშენებლობად ითვლებოდა, დღეს უკვე ერთგვარ დანაშაულად ითვლება. ეს კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა ისიც მესმის, რატომ არსებობს ეს დამოკიდებულება. ბევრი არასწორი პროექტი განხორციელდა ისეთ ადგილებში, სადაც არ უნდა გაკეთებულიყო. ადამიანებში ჩამოყალიბებულია ტენდენცია, რომ ყველა მშენებლობა დანაშაულია და არ აინტერესებთ, კანონის დაცვით კეთდება ის თუ არა. ჩემთვის მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რეალობა შევცვალოთ სწორი ქმედებებით, სწორი პროექტების განხორციელებით და ქალაქის ურბანულად სწორი განვითარებით. ჩვენ გვაქვს გენგეგმა, რომელიც გრძელვადიან პერიოდში ქალაქის სწორ განვითარებას გულისხმობს. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში, არსებულ პრობლემებს მოვაგვარებთ. 🔹ელექტროდამტენების თემა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, წახალისების მიზნით, მთავრობის რამდენიმე სხდომის წინ განვაცხადეთ, რომ ვისაც ელექტრომობილები ყავს, ან ვინც აპირებს შეიძინოს, შეუძლია, დედაქალაქის მთავრობას მიმართოს და ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, მათ საცხოვრებელ სახლებთან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ელექტროდამტენები დავამონტაჟოთ. თან ისეთი მოდელი შევიმუშავეთ, რომ არც მუნიციპალიტეტს მოუწევს თანხის დახარჯვა. ბიზნესთან მუშაობით და ერთიანი შეთანხმებით, ეს საქმეც ბოლომდე მივიყვანეთ. გამოცხადებული გვქონდა კონკურსი და გვყავს გამარჯვებული კომპანია „ქართლი ენერჯი“, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, რომ ელექტროდამტენები დამონტაჟდეს იმ კონკრეტულ ადგილებზე, სადაც მოთხოვნაა. პირველი თებერვლიდან დღემდე, 59 მოთხოვნაა შემოსული. ამ პროექტის განხორციელებას მომდევნო დღეების განმავლობაში დავიწყებთ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ელექტროენერგიის მიყვანა იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც ელექტროდამტენების მონტაჟი უნდა მოხდეს. აქვე მინდა, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს, მაქსიმალურად გაითვალისწინოთ ყველა შემოსული განაცხადი, რათა გზის საფარის დაზიანება ხელახლა არ მოგვიწიოს. 🔹ძალიან კარგი სიახლე გვაქვს ბაღის აღსაზრდელთა მშობლებისთვის, რაც საბავშვო ბაღების აღმზრდელების პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადამზადებას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ყველა ბაღს ჰყავს ჯანმრთელობის კოორდინატორი, რომელიც შესაბამის პროფესიონალურ ჩარევას უზრუნველყოფს კონკრეტულ სიტუაციებში, თუმცა პირველადი დახმარების გაწევა აბსოლუტურად ყველა აღმზრდელს უნდა შეეძლოს. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ჩვენი პატარები სრულფასოვან, უსაფრთხო გარემოში სწავლობდნენ. ამ მიზნით დაწყებული გვაქვს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. დღეისთვის, დედაქალაქის ბაგა-ბაღებში 61 000 აღსაზრდელი გვყავს, თუმცა მოთხოვნა დიდია და ყოველწლიურად იზრდება. მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, მომდევნო წლების განმავლობაში, დედაქალაქში დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ათეული საბავშვო ბაღის მშენებლობა. 🔹რამდენიმე დღის წინ საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. წელს, როდესაც ვიწყებდით მუშაობას, პირველივე მთავრობის სხდომაზე პირადად გავამახვილე ყურადღება და ყველა იქნა გაფრთხილებული, რომ კორუფციის წინააღმდეგ, მაქსიმალური ყურადღება გამოეჩინათ. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ კორუფციას. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ასეთი საქმეები. გადაცდომა და კანონის წინააღმდეგ წასვლა არავის ეპატიება. ყველას მოგიწოდებთ, რომ თანამშრომლები კიდევ ერთხელ გააფრთხილოთ და მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ, რათა მსგავსი ფაქტები არ მოხდეს. ჩვენ უნდა ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს და იმიტომ ვართ აქ ყველა, რომ ვემსახურებით ჩვენს ქალაქს და თბილისელებს. ამიტომ, ძალიან დიდი პასუხიმგებლობა გვაქვს აღებული. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, უჭირს, დახმარება სჭირდება, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, რომ ჩვენს თანამშრომლებს ხელი შევუწყოთ. უამრავ ადამიანს ვეხმარებით და ჩვენს თანამშრომლებსაც, ვისაც უჭირს და პრობლემები აქვს, ექნებათ ხელშეწყობა და თანადგომა, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს კანონის გადახვევით და ქრთამის აღების გზით. ეს კატეგორიულად მიუღებელია და მსგავსი დანაშაულის წინააღმდეგ, ყოველთვის ძალიან პრინციპული ვიქნებით.

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on ოთხშაბათი, 27 მარტი, 2019

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

    “რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს.  “საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com