ახალი ამბები
Home / ახალი ამბები /  „ტაქსის გაძვირება ნორმალურია, თუ ვინმესთვის პრობლემაა,  გადაადგილდეს  ახალი ავტობუსებით და მეტროს საშუალებით“- კახა კალაძე

 „ტაქსის გაძვირება ნორმალურია, თუ ვინმესთვის პრობლემაა,  გადაადგილდეს  ახალი ავტობუსებით და მეტროს საშუალებით“- კახა კალაძე

 

„ტაქსები ამ რეფორმაში არის ერთ-ერთი მიმართულება, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება – ავტობუსი, მეტრო, ტაქსები. ქალაქში გადაადგილება იქნება ყველაზე სწრაფი და კომფორტული. თუ არის რიგი შემთხვევები ტაქსებით მგზავრობის გადამეტებული ფასების, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდეს. ტაქსს ჰყავს თავისი კლიენტი, შესაბამისად, როდესაც ქალაქში დაწყებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამხელა რეფორმა, ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა არის არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება, რომლებიც არის კატასტროფულ მდგომარეობაში.

მე დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის შემდეგ, გაიზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. პარალელურად მიმდინარეობს ტაქსების რეფორმა და მთავარი ამოცანაა, სერვისი იყოს კომფორტული, მგზავრმა იმგზავროს სუფთა მანქანით. რაც მთავარია, ავტომობილი იყოს უსაფრთხო და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას და ეს ნორმალურია. თუ ვინმესთვის იქნება პრობლემა, იქნება ახალი ავტობუსები, რითაც შეეძლებათ გადაადგილება, იქნება მეტრო, განახლებული სადგურებით და რეაბილიტურებული ვაგონებით”,- განაცხადა კალაძემ.

ტაქსების ფერთან დაკავშირებული ვალდებულება 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შემოდის, ამასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან  საინტერესო გეგმა შემუშავებული და უახლოეს მომავალში მოგახსენებთ,-  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ლიცენზიის მქონე  მძღოლები გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადებისგან, ექნებათ რეკლამის გაყიდვის საშუალება და ისარგებლებენ უფასო პარკირების სისტემით.

გადაღებვით ტაქსების რაოდენობა არ შემცირდება. ეს არის მეორე ეტაპი, აღნიშნული ვალდებულება შემოდის 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან, თუმცა ჩვენ უნდა გავუსვათ ხაზი იმ ბენეფიტებსაც, რომლებსაც ლიცენზიის მფლობელი ტაქსისტები მიიღებენ. მათ ექნებათ შესაძლებლობა ყოველგვარი გადასახადების გარეშე ისარგებლონ ქალაქში გამოყოფილი კონკრეტული ადგილებით, პარკირების სისტემით. ლიცენზიის მქონე მძღოლები ასევე გათავისუფლებული იქნებიან საშემოსავლო გადასახადებისგან, ექნებათ შესაძლებლობა, ავტომობილებზე განათავსონ რეკლამა და მიღებული თანხები მათი საკუთრება იქნება. პირველ ეტაპზე ტაქსის მანათობელს ლიცენზიის მქონე მძღოლს დედაქალაქის მერია გადასცემს. შეღებვას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან  საინტერესო გეგმა შემუშავებული, რომელსაც უახლოეს მომავალში მოგახსენებთ“,-განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა“-მამუკა ხაზარაძე

  საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com