ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ტაქსების თეთრად გადაღებვა 1-ელი მარტიდან დაიწყება,რომელსაც აუქციონში გამარჯვებული კომპანია „ალმა“ გადაღებავს

ტაქსების თეთრად გადაღებვა 1-ელი მარტიდან დაიწყება,რომელსაც აუქციონში გამარჯვებული კომპანია „ალმა“ გადაღებავს

ტაქსების თეთრად გადაღებვა 1-ელი მარტიდან დაიწყება, რომელსაც აუქციონში გამარჯვებული კომპანია „ალმა“ გადაღებავს.

თბილისის მერი კახა კალაძე  აცხადებს, რომ  ამ კომპანიისთვის ამ უფლების გადაცემის გადაწყვეტილება მერიამ იმიტომ მიიღო, რომ დამატებითი ხარჯი ოჯახებს არ დაკისრებოდა.

როგორც ვიცი, კონკურსი, რომელიც რეკლამის განთავსებაზე იყო გამოცხადებული და ხელშეკრულებაც გაფორმებულია. ამასთან დაკავშირებით მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია, რადგან პირდაპირ უკავშირდება რეფორმას ტაქსებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და შევჯერდით, რომ 2019 წლის ოქტომბრიდან ტაქსის ფერი არის განსაზღვრული – თეთრი და ეს გარკვეული ხარჯები რომ არ დააწვეს ტაქსის მძღოლებს, ვისაც ლიცენზია ექნება და ვისი ავტომობილიც ტექდათვალიერებას გაივლის, ამ ადამიანებს რომ არ დააწვეს გადაღებვის სამუშაოები, ამ ვალდებულებას აიღებს გამარჯვებული კომპანია“,– განაცხადა კალაძემ.

თავის მხრივ, ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ კომპანია “ალმა”, რომელმაც აუქციონში გაიმარჯვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს მანქანებს რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გადაუღებავს.

ერთი კვირის წინ დასრულდა კონკურსი, გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს 1-ელი მარტიდან ორი სახის ვაუჩერის გაცემას ტაქსის ნებართვის მფლობელებზე: ერთია – თეთრ ფერზე გადაღებვის ვაუჩერი და მეორე იქნება ტაქსების ინტერიერის წმენდის ვაუჩერი. ჩვენ შევქმენით საკმაოდ ეფექტური და კარგი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, კომპანია ამის სანაცვლოდ თანხებს არ მოითხოვს ტაქსის ნებართვის მფლობელებისგან, ის მათ სატრანსპორტო საშუალებებზე განათავსებს რეკლამას ორი წლის ვადით და ამის სანაცვლოდ უზრუნველყოფს შეღებვას. ამ შეღებვის და ინტერიერის წმენდის ვაუჩერით სარგებლობის უფლება აქვთ იმ ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომლებმაც 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით მიიღეს მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ნებართვა. ჩვენ საინფორმაციო კამპანიასაც დავიწყებთ ამ დღეებში, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ამ ვაუჩერებით და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ვაუჩერით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, რომლებსაც გავლილი ექნებათ სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება. თქვენ იცით, რომ ჩვენ ეს კონკურსი მივაბით თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი მეტროს და ავტობუსების რეკლამების აუქციონს. შედგა ეფექტური ვაჭრობა, 11 მილიონიდან დაიწყო და 14 მილიონ ლარს ასცდა. გამარჯვებულია კომპანია “ალმა”, ეს არის საკმაოდ კვალიფიციური კომპანია და მზად არის 1-ელი მარტიდან გასცეს ვაუჩერები რეკლამების განთავსების სანაცვლოდ”,- განაცხადა ხმალაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„საქართველოს დამოუკიდებლობა გარდაუვალია!”-“დღეს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com