ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სტალინის შვილიშვილის ბოჰემური ცხოვრება, რომელიც საკუთარ წარმოშობას უარყოფს

სტალინის შვილიშვილის ბოჰემური ცხოვრება, რომელიც საკუთარ წარმოშობას უარყოფს

48 წლის კრის ევანსი (Chris Evans) იოსებ ბესარიონის ძე სტალინის შვილიშვილია, ცხოვრობს აშშ-ის ქალაქ პორტლენდში (შტატი – ორეგონი), ბოჰემური ცხოვრებით, საკუთარი წარმოშობის წყვდიადით მოცული წარსულიდან ძალზე შორს, ეთაყვანება საკუთარ პიროვნულ თავისუფლებას, დედის შესახებ მოგონებებს და არ აფიშირებს საკუთარ გენეტიკურ კავშირს ნახევარი მსოფლიოს ოდინდელ ხელთმპყრობელთან.

1918 წლიდან სტალინის მეორე მეუღლე, ქართველი ბოლშევიკის და სტალინური რეჟიმის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის (და იმავე რეჟიმის მიერ ცოფიანი ძაღლივით მიხვრეტილის), აბელ ენუქიძის ნათლული, მამით ნახევრად ბოშა და დედით – გერმანელი, ნადეჟდა ალილუევა 1932 წელს გარდაიცვალა. ნადეჟდას 2 შვილი დარჩა ობლად – ვასილი და სვეტლანა.ასილიმ ახალგაზრდობის წლებში საბჭოთა კავშირის ავიაციის მოწინავე ჩინებამდე მიაღწია. 1960 წელს იგი ყაზანში გადაასახლეს, ალკოჰოლიზმის და საბჭოთა სამხედროსთვის შეუფერებელი საქციელის ბრალდებით, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1962 წელს.

ვეტლანა ალულიევა მესამედ და უკანასკნელად გათხოვილი იყო ამერიკელ არქიტექტორ უილიამ უესლი პიტერსზე (William Wesley Peters) და სწორედ მასთან შეძენილ სამ შვილთაგან უმცროსია ჩვენი ნარკვევის გმირი, კრის (დაბადების სახელით – ოლგა) ევანსი.

ღსანიშნავია, რომ თვით სვეტლანა ალილუევასაც ჰქონდა გვარ-სახელი შეცვლილი და ლანა პიტერსად (Lana Peters) იწოდებოდა. დედას და შვილს ძალზე მოსიყვარულე და ფაქიზი დამოკიდებულება ჰქონიათ ერთმანეთთან და ერთი მშვენიერი ჰობიც – ხშირად მოგზაურობდნენ მსოფლიოს გარეშემო. კრისი ჰყვება:

დედაჩემი ყველაფერი იყო ჩემთვის. ერთად სუპერ წყვილი ვიყავით. ხან ის იყო ჩემი დედა და ხან მე – მისი. ცხადია, არ ეთანხმებოდა მამამისის მიერ ჩადენილს და ამიტომ არ უნდოდა, მეც რაიმე კავშირი მქონოდა პაპაჩემის წარსულთან. ერთი პერიოდი ხალხი მას იმდენად მკაცრად აკრიტიკებდა, რომ საკუთარი თავის დადანაშაულებაც კი დაიწყო, მაგრამ მე ყველანაირად მარიდებდა ყველაფერ ამას, რის გამოც, თუ არ ჩავთვლით ინგლისსა და ამერიკაში ადაპტაციის პერიოდს და 1984 წლის წარუმატებელ დაბრუნებას საბჭოთა კავშირში, როდესაც დედა დასავლეთიდან გააძევეს, შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური, ფიზიოლოგიური ბავშვობა მქონდა“.ამჟამად სტალინის შვილიშვილი, რომელსაც ბრიტანული განათლება აქვს მიღებული, პორტლენდში ანტიკვარიატის პატარა მაღაზიის მფლობელია და ინტენსიური და ლაღი ცხოვრებით ცხოვრობს, რაშიც Facebook-ის მისი გვერდის თვალის გადავლებითაც ვრწმუნდებით. ის კი არა და, ამაყობს, რომ როდესაც არჩევანი მიეცა, სახელმწიფო მოხელესა (სამოქალაქო შემოსავლის განყოფილების თანამშრომლის ვაკანსია) და კერძო მეწარმეობას შორის, ბიზნესი აირჩია და თავისი საყვარელი საქმე გააგრძელა: „პირველი საქმე ენთუზიაზმს უნდა დამყარებოდა, მეორე კი, უბრალოდ, ძალიან „მაგარი“ რამ იყო და ამიტომ, მეორისკენ გადავიხარე“, – სიცილით ამბობს კრისი და შემდეგ ისევ დედის შესახებ მოგონებას უბრუნდება. – „არასოდეს მქონია არსებითი კავშირი ჩემს ფესვებთან. დედამ დამიცვა ამისგან. არასოდეს დაუძახია ჩემთვის „რუსი“, პირიქით, სულ იმას მიმეორებდა, ისეთივე ნაღდი ამერიკელი ხარ, როგორიც ვაშლის ღვეზელიაო!https://nostal.ge/

feedc.com

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მე-15 დღეა შიმშილობს- ძველებურად ვერ გამოიყურება,ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ“-გიული ალასანია

ემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ...