ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ტაილანდის მღვიმესთან12 მოზარდისა და მათი მწვრთნელის სამაშველო ოპერაცია  წარმატებით   დასრულდა-ჰოლივუდის წარმომადგენლები ფილმის გადაღებას აპირებენ სამაშველო ჯგუფზე, ზედმეტსახელად “გარეული ტახები”

ტაილანდის მღვიმესთან12 მოზარდისა და მათი მწვრთნელის სამაშველო ოპერაცია  წარმატებით   დასრულდა-ჰოლივუდის წარმომადგენლები ფილმის გადაღებას აპირებენ სამაშველო ჯგუფზე, ზედმეტსახელად “გარეული ტახები”

სამდღიანი სამაშველო ოპერაცია  ტაილანდის მღვიმესთან, სადაც 12 მოზარდისა და მათი მწვრთნელის სამაშველო ოპერაცია  წარმატებით  დღეს  დასრულდა. როგორც ტაილანდის საზღვაო ძალები ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე წერს, მაშველებმა მღვიმიდან თორმეტივე ბავშვისა და მათი მწვრთნელის გამოყვანა შეძლეს. სპეციალისტები მუშაობას მხოლოდ ღამით წყვეტდნენ, რათა მღვიმეში განთავსებული ჟანგბადის კაფსულები აევსოთ.

ბავშვები და მათი მწვრთნელი მთის სიღრმეში, 4 კილომეტრის მანძილზე 18 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ისინი გამოქვაბულში მაშინ შევიდნენ, როდესაც ტერიტორია სრულიად მშრალი იყო. თუმცა, სეზონური წვიმების გამო წყლის დონემ მღვიმეში იმატა და დაკარგულებისთვის მისი დატოვება შეუძლებელი გახდა.

 ჰოლივუდელი პროდიუსერები  ტაილანდში ჩავიდნენ ჩავიდნენ. გამოცემის თანახმად, ჰოლივუდის წარმომადგენლები ფილმის გადაღებას სამაშველო ჯგუფზე, ზედმეტსახელად “გარეული ტახები”, აპირებენ. კინოკომპანია Pure Flix-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელის,მაიკლ სკოტის თქმით, ისინი დატბორილ მღვიმებში ჩარჩენილი ბავშვების გადარჩენის ისტორიას როგორც წარმატებულ ფოლივუდურ ფილმს ისე უყურებენ. მისივე თქმით, ფილმში მაღალი დონის კინოვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.ინფორმაციას Newsweek ავრცელებს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com