ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“-კონსტანტინე გამსახურდია

„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“-კონსტანტინე გამსახურდია

 „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“- ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ზვიად გამსახურდიას   გარდაცვალების გარემოებების გამოძიებასთან დაკავშირებით პირველი პრეზიდენტის შვილი კოკო გამსახურდია გამოეხმაურა:

„უცნაურია, რომ 7 წელია არ ახსენდებათ ეს საქმე, რომელიც ბედის ანაბარა არის მიტოვებული. სანამ პროკურატურაში არჩილ კბილაშვილი იყო, ეს საქმე წლების მანძილზე თაროზე შემოდებული რჩებოდა. შემდეგ დაკვალიფიცირდა, მაგრამ პრაქტიკულად არანაირი სერიოზული, აღნიშნვნის ღირსი საგამოძიებო ქმედება არ ჩატარებულა. მხოლოდ ჩვენი შიმშილობის შემდეგ გამოიბერტყა ყურები ხელისუფლებამ და გააგრძელა გამოძიება ერთი მხრივ და მეორე მხრივ, დააანონსეს შედარებით სერიოზული ნაბიჯების გადადგმა გამოძიების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ახლა ეს პოლიტიკური ნაბიჯია, მაგრამ საქმის რაკურსიდან თუ შევხედავთ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. როდესაც ამხელა პოლიტიკური გავლენის მქონე ადამიანი შეეხება ამ საქმეს, რა თქმა უნდა ეს საქმის გამოძიებისთვის კარგია.

კიდევაც რომ ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პოპულისტური მხარე, ეს მაინც კარგია. ზვიად გამსახურდიას ფიგურა დღეს მაინც რაღაცნაირად კრავს ამ დაგლეჯილ ქვეყანას, სადაც ქვეყნის პოლიტიკური სისტემა დაყოფილი და ერთმანეთს წაკიდებულია. ამ მხრივ არის ზვიად გამსახურდიას ფიგურა სრულიად უნიკალური,“ – განაცხადა

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეთერშია ”კური”-გვამცნობს ქიბარსალიზებული ხმა“

  „ფრიად სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილა ”კურიერის” წამყვანთა ვინაობა. მას ქიბარ ხალვაში და ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com