ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „სწრაფად დავიწყოთ მუშაობა ერთიანი ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა – გარემოს შექმნაზე“

„სწრაფად დავიწყოთ მუშაობა ერთიანი ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა – გარემოს შექმნაზე“

„სწრაფად დავიწყოთ მუშაობა ერთიანი ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა – გარემოს შექმნაზე, სადაც თავმოყრილი იქნება ყველანაირი ციფრული კონტენტი, ყველანაირი ციფრული მასალა. ამაზე ეროვნულ ბიბლიოთეკასთანაც ვიმუშავებთ, რომ შევქმნათ ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა. საინფორმაციო საშუალებებით ბევრი ინფორმაცია გვხვდება იმასთან დაკავშირებით, რომ გაციფრულდა ფოტოები ან სხვა მასალები. არსებობს ციფრული ლიტერატურა. საბოლოოდ, უნდა შევქმნათ გარემო, რომელშიც ყველაფერი ერთ სივრცეში იქნება მოქცეული და ეს გამოყენებადი იქნება არა მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებით, არამედ ზოგადად, ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. ვფიქრობთ, აქ თავი უნდა მოიყაროს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გაციფრულებულმა ნიმუშებმა, ასევე სხვადასხვა მასალებმა. ეს იქნება ერთი ქართული ციფრული გარემო, რაც შეიძლება ვაქციოთ ჩვენი განათლებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

„მალე საქართველოში პირველი ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა შეიქმნება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სკანდალი-რეკეტი სახელმწიფოს სახელით: როგორ სძალავდნენ “ომეგა ჯგუფს” მანქანებს მინისტრებისთვის -video)

როგორ სძალავდნენ "ომეგა ჯგუფს" მანქანებს მინისტრებისთვის რეკეტი სახელმწიფოს სახელით: როგორ სძალავდნენ "ომეგა ჯგუფს" მანქანებს მინისტრებისთვის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com