ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „სწორედ რომ სააკაშვილი შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში, „სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა“-ბიძინა ივანიშვილი

„სწორედ რომ სააკაშვილი შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში, „სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა“-ბიძინა ივანიშვილი

 ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო:

„სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა. 2008 წელს რაც მოხდა და როგორც მაშინდელი ხელისუფლება, სააკაშვილის მეთაურობით, მოქმედებდა, ეს იყო სწორედ სამშობლოს ღალატი. მას შეეძლო ქვეყნისთვის ეს ომი თავიდანა აეცილებინა, არ აეხდინა რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ოცნება. 2008 წელს მაშინდელი ხელისუფლების მიერ მოხდა გამოუსწორებელი შეცდომა. ის, რაც არ წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, არაფერი გადაჭარბებით არ უთქვამს ქალბატონ სალომეს. მხოლოდ ამ რეზოლუციაში ჩაწერილი გაიმეორა მან. ევროსაბჭოს 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაში წერია, ვინ რა და როგორ გააკეთა. ჩემი და ქალბატონი სალომეს ინტერპრეტაცია აბსოლუტურად თანხვედრაშია.

სწორედ რომ სააკაშვილი შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში. ყველას ავიწყდება სხვა დანარჩენი. როცა რუსმა დეპუტატებმა სხდომა დატოვეს, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ევროსაბჭოს რეზოლუციას ხმა მისცეს. ამ რეზოლუციაში გარკვევით წერია ყველაფერი, ვინ რა ქმედება ჩაიდინა და ამას იმეორებს ქალბატონი სალომე,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 ბიძინა ივანიშვილმა  განაცხადა, რომ  ზურაბიშვილმა კარიერა საფრანგეთში აიწყო, საქართველოში ჩამოვიდა და რომ ის ევროპელია.

„ნახეთ, თავხედობა ჰყოფნის ამ ხალხს და ეს თემა ყველაზე მაღლა აქვთ აწეული და ცდილობენ დაადანაშაულონ ქალბატონი სალომე, რომელიც დაიბადა საფრანგეთში, რომლის მამამ, ზურაბ ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე თქვა უარი. ამ მამის გაზრდილ შვილს „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ბევრი მხარდამჭერი ეჭვს გამოთქვამს, რომ ის ქართველი არაა. ამ ქალბატონმა საფრანგეთში გაიკეთა კარიერა, თავის სამშობლოში დაბრუნდა, რასაც უამრავი ქართველი ოცნებობს. ეს ქალბატონი ამის სიმბოლოა – თანაც ქალბატონი და თანაც ევროპელი. როგორ ბედავენ და ამბობენ, რომ ის არის მოღალატე. თვითონ ღალატი ჩაიდინეს, ამდენი ხალხი დაიხოცა, მიატოვეს, აქ ჩამოვიდნენ, რუსთაველზე ცეკვავდნენ, დროშებს აფრიალებდნენ და ეს ხალხი დღეს ბედავს და ამას ლაპარაკობს,“ – განაცხადა ივანიშვილმა.

"სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა" – ბიძინა ივანიშვილი

"სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა" – ბიძინა ივანიშვილივიდეო: TV პირველივრცლად: bit.ly/2AnvOYX

Posted by ლიბერალი / Liberali on სამშაბათი, 23 ოქტომბერი, 2018

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვივუსი“-ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘VIVUS.GE” მთავრობის მიერ მოქალაქეთათვის სასესხო ვალდებულებების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დაახლოებით ორი კვირის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com