ახალი ამბები
Home / Uncategorized / “სული მე მაინც ზღაპრული ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული ადამიანის ფიქრი და ოცნება მგონია”-მარინა ჯანაშია გარდაიცვალა

“სული მე მაინც ზღაპრული ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული ადამიანის ფიქრი და ოცნება მგონია”-მარინა ჯანაშია გარდაიცვალა

71 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული თეატრის და კინოს მსახიობი მარინა ჯანაშია.

მარინა ჯანაშიას რუსთაველის, მარჯანიშვილის და სხვა ქართულ თეატრებში ათეულობით როლი აქვს შესრულებული, მათ შორის შექსპირის, მოლიერის, მიხეილ ჯავახიშვილის და თანამედროვე ქართველი დრამატურგების ნაწარმოებების მიხედვით შექმნილ სპექტაკლებში.

„დანამდვილებით არავინ იცის რა არის სული. სული მე მაინც ზღაპრული ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული ადამიანის ფიქრი და ოცნება მგონია, რომელიც თავის გაჩენის დღიდან თავისუფლებას ელოდება, თავისუფლებისაკენ მარადიული სწრაფვა და ლტოლვა ახასიათებს. მერე ჩვენ, ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ კი უნებლიედ ვათავისუფლებთ მას ამ ბოთლიდან, უფრო ხშირად კი იგი თვითონ ითავისუფლებს თავს და უკვე თავისუფალი კი სასწაულებს სჩადის მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ლიტერატურაში… ყველა გენიოსი მე ბოთლიდან გათავისუფლებული ჯინი მგონია. მართალია ზოგი დიდია ზოგი პატარა, ზოგი უფრო სუსტი ზოგიც ძლიერი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ბოთლიდან განთავისუფლების ბედნიერებას ყველა ერთნაირად განიცდის”.

“კუკარაჩა”

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“ხვალ თუ ჩემი საკითხი დადგა, მე თვითონ ჩავაბარებ მანდატს”

ხაზარაძის თქმით, პარლამენტი არ უნდა იყოს ადგილი, სადაც შეიძლება მართლმსაჯულებას დაემალო. „ჩვენს ფრაქციაში ცოტა განსხვავებული ...