ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სტრასბურგში გაგზავნილი მოსამართლეები დაიწუნეს, დააკისრებენ თუ არა პასუხისმგებლობას თეა წულუკიანს?

სტრასბურგში გაგზავნილი მოსამართლეები დაიწუნეს, დააკისრებენ თუ არა პასუხისმგებლობას თეა წულუკიანს?

 ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ საქართველოდან გაგზავნილი  სამი მოსამართლე კვლავ დაიწუნა.

 როგორც გაირკვა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვერ ატარებს კონკურსს სათანადო დონეზე და ვერ არჩევს კანდიდატებს, რომელიც ევროლული სტანდარტებით მიუღებელი აღმოჩნდა.

სამი მოსამართლისაგან შემდგვარი სია  სტრასბურგის სასამართლომ დაიწუნა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამ შედეგზე ხელისუფლებას აფრთხილებდნენ. როცა კონკურსში გამოცდილი და  პროფესიონალი იურისტები  მონაწილეობდნენ, ისინი ხელოცნურად დაბლოიკეს.
კომისიამ მეორედაც ვერ შეასრულა  მოთხოვნები.  სტარსბურგში მოსამართლეების კანდიდატურების სიის ორჯერ დაწუნების შემდეგ იმიჯი შეელახა ქვეყანასაც. არასამთავროები კანდიდატურის დაწუნების გამო პასუხისმგებლობას კომისისს წევრებს და იუსტიციის მინისტრს აკისრებენ.

 ფაქტი კი ერთია,   იუსტიციის სამინისტრო სათანადოდ ვერ ატარებს კონკურს და ვერ არჩევს  ისეთ კანდიდარტებს, რომელიც დააკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რომელიც დადგენილია ადამიანის  უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ. არასამთავროების აზრით,  სია არ იყო კონკურენტუნარიანი, ამ კრიტიკის ფონზე იუსტიციის სამინსიტრომ ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გასაგზავნი მოსამართლეების შესარჩევად უკვე მესამედ დაიწყო მზადება.

განცხადებებს 25 აგვისტომდე მიიღებენ. ახალი  სახელმწიფო კომისია  მოსამაღტლეების ახალ კანდიდატებს გამოავლენს,  რომელიც სოფიო ჯაფარიძის  და   შოთა გეწაძის კანდიდატურებს ჩაანაცვლებს.

 ამ ფიასკოს გამო  იუსტიციის მინისტრს არასამთავროები გადადგომას ურჩევენ. აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას იუსტიციის მინისტრი ორჯერ  არჩეული კანდიდატების დაწუნების გამო ჯერჯერობით უცნობია.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

    “რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს.  “საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com