ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „სტრაზბურგის სასამართლომ საქვეყნოდ დაადგინა, რომ მე მდევნიდნენ და სპეციალურად გამიყალბეს საუბარი, რომ ციხეში ჩავესვი“-ირაკლი ბათიაშვილი

„სტრაზბურგის სასამართლომ საქვეყნოდ დაადგინა, რომ მე მდევნიდნენ და სპეციალურად გამიყალბეს საუბარი, რომ ციხეში ჩავესვი“-ირაკლი ბათიაშვილი

 

2019 წლის 10 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“  გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.

 

ირაკლი ბათიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„მეგობრებო ჩემი თხოვნაა გაავრცელოთ და გააზიაროთ ეს პოსტი, რომ ნაციონალური მოძრაობის დეზინფორმატორებემა არასწორი ინფორმაციები არ გაავრცელონ!

1.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩემ ირაკლი ბათიაშვილის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებაში დეტალურად განიხილა და განმარტა სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია და მტკიცებულებების გაყალბების ცნება! ასევე დეტალურად ახსნილია, რომ სააკაშვილის მთავრობამ სპეციალურად გააყალბა ჩემი საუბარი, რათა ბრალის წაყენებამდე შექმნილიყო საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენა. ამასთან ერთად, იმდროინდელი უმრავლესობის ცნობილი წევრები პირდაპირ მაცხადებნენ დამნაშავედ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააკაშვილის მთავრობამ დაარღვია ჩემი სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია. ეს გადაწყვეტილება გახდება პრეცედენტული სამართლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რადგან თანამედროვე პერიოდში არც ერთ საქმეში ესე ვრცლად არ უმსჯელია უდანაშაულობის პრეზუმფციაზე სტრაზბურგის სასამართლოს.

2. მე, ირაკლი ბათიაშვილს და არც ერთ ჩემ ოჯახის წევრს არ დაგვიწერია შეწყალება! ყოფილმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ცალმხრივად, მხოლოდ თავისი გადაწყვეტილებით, ერთპიროვნულად გამოსცა შეწყალების აქტი. ასეთი სამართლებრივ ისტორიას მხოლოდ ორჯერ ახსოვს.
3. 2008 წლის იანვრის ბოლოს სააკაშვილის უზენაესი სასამართლო იძულებული გახდა გაეუქმებინა ქვემდგომი ინსტანციების გამამტყუვნებელი გადაწყვეტილებები, რითიც დამიჭირეს.
4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დადგენილი პრაქტიკით არ იხილავს საქმეებს, რომლებზეც ეროვნული სასამართლოს მიერ მიღებულია განაჩენი მომჩივნის სასარგებლოდ. რადგან უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ჩემ მიმართ გამოტანილი ძველი გამამტყუვნებელი განაჩენები, სტრაზბურგის სასამართლომ არ იმსჯელა დარჩენილ პუნქტებზე და არ ჩაუღრმავდა საქმის პროცედურულ ასპექტებს.
5. მაგრამ ეს საქმე იმხელა პრეცედენტი იყო სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლებისა, უდანაშაულობის პრეზუმფციის და მტკიცებულებათა გაყალბების კუთხით, რომ სტრაზბურგის სასამართლომ მაინც დაადგინა განმარტებები და ამ გადაწყვეტილებით ნათელი გახადა, რომ სახელმწიფომ დაარღვია ადამიანის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება და დემოკრატიის ერთ ერთი ძირეული პრინციპი – სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია და გააყალბა მტკიცებულებები. ამ საქმით კარგად განმარტა რა შემთხვევაში ითვლება ეს პრინციპი დარღვეულად. სტრაზბურგის სასამართლომ საქვეყნოდ დაადგინა, რომ მე მდევნიდნენ და სპეციალურად გამიყალბეს საუბარი, რომ ციხეში ჩავესვი.

მადლობა მეგობრებო თანადგომისთვის!“,-წერს ირაკლი ბათიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საქმე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ეხება მომჩივან ირაკლი ბათიაშვილის უფლებების დარღვევას სისხლის სამართალწარმოებისას, რომელიც მის მიმართ 2006 წელს დაიწყო კოდორის ხეობაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების შესაძლო დახმარების გამო.  

კერძოდ, 2006 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ საპოლიციო კონტროლი მოიპოვა კოდორის ხეობაზე, სადაც მოქმედებდა შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირე“. 2006 წლის ივლისში „მონადირის“ ხელმძღვანელ ემზარ კვიციანის სატელევიზიო მიმართვის შედეგად დაიწყო გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 223-ე (უკანონო ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლების საფუძველზე.

საგამოძიებო ორგანოებმა მოიპოვეს ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრების მოსმენისა და ჩაწერის ნებართვა. მომჩივნისა და ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრის ჩაწერის შედეგად ირაკლი ბათიაშვილს ბრალი წარედგინა შეიარაღებულ დაჯგუფებასა და ხელისუფლებას შორის კონფლიქტში აფხაზი სეპარატისტების მონაწილეობის თაობაზე ხელისუფლების ორგანოებისთვის შეუტყობინებლობისა და შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირის“ ხელმძღვანელისთვის ინტელექტუალური მხარდაჭერის გამო.  

სატელევიზიო კომპანია „რუსთავი 2“-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ორ ადამიანს შორის საუბარი დამონტაჟებული ფორმით მიაწოდა. დამონტაჟებულ ვერსიაში, რომელიც მოცემულმა არხმა გაავრცელა, მომჩივანი და ემზარ კვიციანი მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ სთავაზობდა ემზარ კვიციანს აფხაზ სეპარატისტთა ჯგუფი დახმარებას. იმავე ჩანაწერის ის მონაკვეთი კი, სადაც ემზარ კვიციანი ამბობდა, რომ აფხაზებს დახმარებაზე უარი უთხრა, ამოიჭრა და ტელეარხმა არ გაავრცელა. აღნიშნული დამონტაჟებული სატელეფონო საუბარი, სხვებს შორის, საფუძვლად დაედო ირაკლი ბათიაშვილისთვის 4-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ირაკლი ბათიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის დამონტაჟება, რაშიც სახელმწიფო უწყება იყო ჩართული, და ამ ფორმით მოცემული ჩანაწერის ტელეარხით გავრცელება ემსახურებოდა მომჩივნის დამნაშავედ წარმოჩენას მისი ბრალის სასამართლოს მიერ დადასტურებამდე, რითაც დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმპცია.

საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები არ დარღვეულა, ხოლო საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად გამოცხადდა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა“-მამუკა ხაზარაძე

  საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com