ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სტვენა საშემოდგომო სესიაზე-„ევრონაცებმა“ და „ნაციონალებმა“ სესიის ჩაშლა ნაწილობრივ მაინც მაოხერხეს

სტვენა საშემოდგომო სესიაზე-„ევრონაცებმა“ და „ნაციონალებმა“ სესიის ჩაშლა ნაწილობრივ მაინც მაოხერხეს

 დღეს პარლამენტის  საშემოდგომო სესიის დღის წესრიგში  ერთ-ერთი პირველი -ახალი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი იყო . მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.

ასევე  სესიის დღის წესრიგში დადგება გენერალური პროკურორის, სახელმწიფო აუდიტორის და სახალხო დამცველის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა, რაც საგაზაფხულო სესიაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა გადაიდო.

საშემოდგომო სესია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, თუმცა ჰიმნის დასრულებისთანავე „ევროპული საქართველოს“ წევრებმა მინისტრთა კაბინეტში  მომხდარი ცვლილებების შესახებ  გადაწყვეტილება სასტვენებით გააპროტესტეს.„ევრონაცენმა“ და „ნაციონალებმა“ სესიის ჩაშლა ნაწილობრივ მაინც მაოხერხეს.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ„ევროპული საქართველოს“ წევრებს სასესიო დარბაზი დაატოვებინა.„ევროპული საქართველოს“ წევრების გარდა, საბოლოოდ დარბაზიდან გავიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატებიც.„პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის თანახმად, ვაფრთხილებ პარლამენტის წევრებს, რომლებიც ხელს უშლიან სხდომის წარმართვას. ვინაიდან ამ გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ ჩვენი კოლეგები, ამავე მუხლის თანახმად, ვთხოვ მანდატურის სამსახურს, რომ მათ დაატოვებინოს დარბაზი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნინი ბეთანელი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„როგორ და რატომ წაართვა ხაზარაძემ ელიტ- ელექტრონიქსი ქოქოლაძეს“?

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს: „ვუსმინე მამუკა ხაზარაძეს მთავარ არხზე და ერთ დასკვნამდე მივედი. ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com