ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „სტალინი თავს იმპერიალისტურ ხელმძღვანელად მიიჩნევდა“, ის უარს ამბობდა ქართულად ესაუბრა, რაც შეიძლება იშვიათად ჩამოდიოდა საქართველოში“-სალომე ზურაბიშვილი

„სტალინი თავს იმპერიალისტურ ხელმძღვანელად მიიჩნევდა“, ის უარს ამბობდა ქართულად ესაუბრა, რაც შეიძლება იშვიათად ჩამოდიოდა საქართველოში“-სალომე ზურაბიშვილი

 საქართველოს პრეზიდენტმ სალომე ზურაბიშვილმა  ქართული ტოლერანტობის ტრადიციაზე ისაუბრა, რამაც რადიოსადგურ RTL-ის ჟურნალისტის დაინტერესება გამოიწვია.

 შეკითხვის პასუხად სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ  რომ სტალინი „საბჭოთა ხელმძღვანელი“ იყო, რასაც ჟურნალისტის საპასუხო შეკითხვა მოჰყვა, ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი სტალინს უარს ეუბნებოდა მის ქართულ ფესვებზე.

„დიახ, მისი საქციელის გამო. ის თვითონაც მიიჩნევდა ასე. იცით, რომ ის უარს ამბობდა ქართულად ესაუბრა. ცუდად საუბრობდა რუსულად, ძლიერი აქცენტით. რაც შეიძლება იშვიათად ჩამოდიოდა საქართველოში. თავს იმპერიალისტურ ხელმძღვანელად მიიჩნევდა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ქართული ტოლერანტობის ტრადიციის შესახებ განცხადებას, რასაც გადაცემის წამყვანის მხრიდან სტალინის შესახებ შეკითხვა მოჰყვა, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი, რაც საქართველოს შეუძლია ევროპას შესძინოს, ტოლერანტობის ტრადიციაა.

„ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქართველების სურვილი ევროკავშირში გაწევრიანდნენ, უცვლელია. ეს სურვილი ბუნებრივია. ქართველები თავს ევროპელებად მიიჩნევენ. კულტურა, ღირებულებები ერთი გვაქვს. ქართველების ბუნებრივი ოჯახი ევროპაა. ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. მინდა ასევე ვისაუბრო იმაზე, თუ რა შეუძლია საქართველოს შესძინოს ევროპას. ეს ტოლერანტობის ტრადიციაა. შეგახსენებთ, რომ პირველი ებრაული დიასპორა საქართველოში 26 საუკუნის წინ ჩამოვიდა და მათ წინააღმდეგ ერთ ინციდენტსაც არ ჰქონია ადგილი საუკუნეების განმავლობაში“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე, რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას..რატომ არ იცავდა რუსული აგრესიისგან შეწურულ ქართველ ახალგაზრდებს…

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე. რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას... რატომ არ იცავდა რუსული ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com