ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სს “ქართული ლუდის კომპანია” 15 ივნისს, ბათუმში გამართულ “ზაფხულის ფესტივალი 2019”- ში მონაწილეობდა

სს “ქართული ლუდის კომპანია” 15 ივნისს, ბათუმში გამართულ “ზაფხულის ფესტივალი 2019”- ში მონაწილეობდა

სს “ქართული ლუდის კომპანიამ” 15 ივნისს, ბათუმში გამართულ “ზაფხულის ფესტივალი 2019″- ში მიიღო მონაწილეობა.

ფესტივალზე კომპანია სრული ასორტიმენტით იყო წარმოდგენილი როგორც ლუდის, ასევე ლიმონათის, ენერგეტიკული სასმელებისა და ნატურალური წვენების მიმართულებით.

ფესტივალი, 15 ივნისს, ზღვის სანაპიროზე, ანბანის კოშკის მოპირდაპირედ გაიმართა, რომლითაც საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში ზღვის სანაპირო ზოლი გაფორმდა თემატური საზაფხულო დეკორაციით და ინსტალაციებით, გაიმართა ფრანებისა და ფარნების შოუ, მოეწყო დღისა და ღამის ეფექტური ფოიერვერკი. ღონისძიების მუსიკალურ პროგრამაზე კი ზრუნავდნენ ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები.

“მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ბათუმიდან ვაუწყებთ ყველას, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა და გართობისა და დასვენების დრო მოვიდა. ტურიზმის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის მნიშვნელოვანია და ძალიან ამაყები ვართ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებას ავღნიშნავთ ქალაქში, რომელიც “ტურისტული ოსკარის” მფლობელი გახდა. სს “ქართული ლუდის კომპანიის” პროდუქცია განსაკუთრებით მოთხოვნადი გაზაფხული-ზაფხულის ცხელ დღეებში ხდება. ჩვენ მზად ვართ მომხმარებლებს სიახლეები შევთავაზოთ და უფრო მეტი ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური სასმელი გამოვიტანოთ ბაზარზე”, – განაცხადა სს “ქართული ლუდის კომპანიის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა მიქაცაძემ 15 ივნისს “ზაფხულის ფესტივალი 2019”-ის ფარგლებში სანაპიროზე ფუნქციონირებდა ღია კაფეები და ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იყო შესაძლებელი.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

“29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც, ...