ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სპეცრაზმელი, რომელმაც ოპერატორს უმიზნებდა ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლია-ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას ერთ-ერთი ბრალ­დე­ბის საქ­მე­ში-კერ­ძოდ, ე.წ. „რე­ინ­ჯე­რე­ბის“ საქ­მე­ზე

სპეცრაზმელი, რომელმაც ოპერატორს უმიზნებდა ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლია-ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას ერთ-ერთი ბრალ­დე­ბის საქ­მე­ში-კერ­ძოდ, ე.წ. „რე­ინ­ჯე­რე­ბის“ საქ­მე­ზე

სპეცრაზმელი ზაზა ფანცქალაშვილი ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს დამიზნებით საერთაშორისო კონვენციით აკრძალულ ტყვიებს ესროდა. ცნობისთვის ფანცქალაშვილი, წინა ხელისუფლების დროს სამსახურეობრივი მოვალეობის გადაჭარბების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

Posted by თაობა XXI on პარასკევი, 21 ივნისი, 2019

 

“ფე­ის­ბუქ­ში” ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, რო­მელ­ზეც ჩანს სპეც­რაზ­მე­ლი ცრემლსა­დე­ნი გა­ზის ია­რა­ღით, რო­მელ­საც ოპე­რა­ტორს უმიზ­ნებს. “რუს­თა­ვი 2”-ის ოპე­რა­ტო­რის მიერ გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ნათ­ლად ჩანს სპეც­რაზ­მე­ლის სახე, რად­გან მას ნი­ღა­ბი არ უკე­თია. სპეც­რაზ­მე­ლი სი­ცი­ლით უმიზ­ნებს ია­რაღს ოპე­რა­ტორს და მას შემ­დეგ, რაც გვერ­დით მდგო­მი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ია­რაღს გა­ა­წე­ვი­ნებს, ჰა­ერ­ში ის­ვრის.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კად­რებ­ში ასა­ხუ­ლი მა­მა­კა­ცი ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლია. ის შსს-ს მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლია და სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2004 წლი­დან მუ­შა­ობს. ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში და მხარ­ში და­იჭ­რა. ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლი თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის მკვიდ­რია.

AMBEBI.GE-მ მის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვა. ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებს ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას ერთ-ერთი ბრალ­დე­ბის საქ­მე­ში. კერ­ძოდ, ე.წ. „რე­ინ­ჯე­რე­ბის“ საქ­მე­ზე, რო­მელ­ზეც ყო­ფილ შს მი­ნისტრს ბრა­ლი 2013 წლის 1 მარტს წა­რუდ­გი­ნეს.

ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, 2012 წლის 18 აგ­ვის­ტოს, ანუ მა­შინ, როცა ახა­ლა­ია ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო, მან შე­ი­ტყო, რომ შს სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი: თე­ი­მუ­რაზ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი, ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლი, მა­მუ­კა ჟვა­ნია, და­ვით ბაგ­რა­ტიშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ ედი­შე­რაშ­ვი­ლი, სამ­ველ ბა­ზო­ი­ა­ნი და არ­სენ მკრტუ­მი­ა­ნი თა­ნა­უგ­რძნობ­დნენ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და მათი დამ­ცი­რე­ბა გა­და­წყვი­ტა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო.

ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ამ გა­ნიზ­რა­ხა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო მათი დას­ჯა-წა­მე­ბა, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, რა­საც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­უ­კე­თა ორ­გა­ნი­ზე­ბა. მან ბრძა­ნე­ბა გას­ცა, სას­წრა­ფოდ შე­ეკ­რი­ბათ პირ­ვე­ლი სამ­მარ­თვე­ლოს პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა. ბა­ზა­ზე მის­ვლი­სას, მან და­ამ­ცი­რა ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლი – უწო­და მას მო­ღა­ლა­ტე, პინგვი­ნი და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო მი­ა­ყე­ნა ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა.

ამ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ახა­ლა­ია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2013 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის გა­ნა­ჩე­ნით ე.წ. „რე­ინ­ჯე­რე­ბის“ საქ­მე­ზე გა­მარ­თლდა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com