
მოგვიანებით, აქციის მონაწილეების მცირე ნაწილსა და პარლამენტის შესასვლელთან განლაგებულ სპეცრაზმელებს შორის დაპირისპირება დაიწყო. შეკრებილი ადამიანების ნაწილმა წინა ხაზზე მდგომი ზოგიერი რობოკოპი განაიარაღა, მათ წაართვეს ფარები და ჩაფხუტები. ამის შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის ოდენობა ადგილზე კიდევ უფრო გაიზარდა.
გასროლამდე არ ყოფილა არანაირი გაფრთხილება, რაც აქციის მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემდა, სურვილის შემთხვევაში, ტერიტორია დაეტოვებინათ. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები, რომლითაც ათეულობით ადამიანი დაშავდა. მათ შორის, თვალი დაკარგა რამდენიმე მოქალაქემ. ერთ-ერთი დაშავებული
18 წლის მაკო გომურია.
თბილისში, ანტისამთავრობო პროტესტში გადაზრდილი ანტისაოკუპაციო მიტინგის დარბევის დროს 240 ადამიანი დაშავდა, 121-ს პატიმრობა შეეფარდა. 20-21 ივნისის მოვლენებს გადაჰყვა პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატ გავრილოვს სავარძელი დაუთმო და საშინაო-საგარეო კრიზისი უფრო გააღრმავა.
https://www.amerikiskhma.com/a/gavrilov-night-and-harsh-results/4969820.html