ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირი აჰმედ ჩატაევი არ იყო-უჩა ნანუაშვილი

სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირი აჰმედ ჩატაევი არ იყო-უჩა ნანუაშვილი

“გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირი აჰმედ ჩატაევია, სახალხო დამცველი გამოეხმაურა და განაცხადა:

`„სასამართლომ გაათავისუფლა იმის გამო, რომ ვერ დადგინდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნები, რის გამოც ის იყო დაკავებული. ეს იყო ის რეალობა, მოცემულობა, რომელიც არსებობდა და სასამართლომ ის გაამართლა. ის იყო სხვა დროს, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დაკავებული, საქმეში ასევე იყო მესაზღვრეების ჩვენება, რომლებიც ამბობდნენ, რომ ძალით მიაცემინეს გარკვეული ჩვენება. სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და მხოლოდ ამის შემდეგ, რამდენიმე წლის შემდეგ შემდეგ ის მოხვდა ტერორისტთა სიაში და იყო “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი მებრძოლი. ის იყო მოწვეული ხელისუფლების მხრიდან საქართველოში ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც ლოპოტაში განვითარდა. მას ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი, რომელიც ავსტრიის ხელისუფლების მხრიდან იყო გაცემული და ის ამ დაცვით სარგებლობდა და ამით ისარგებლა მაშინაც, როცა ექსტრადიციის მოთხოვნა რამდენჯერმე არ დაკმაყოფილდა”-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ნინი ბეთანელი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

25 წლის მირანდა სხილაძე ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ბუნებრივი აირით დაიღუპა

  დიდი ტრაგედია ზესტაფონში, ბუნებრივი აირით დაღუპული ქალი, მირანდა სხილაძეა. ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ახალგაზრდა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com