ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სოხუმში რუსი ტურისტის მკვლელობაში ეჭმიტანილი აფხაზი ძმები დაურ და ადგურ ჯინჯოლიები დააკავეს

სოხუმში რუსი ტურისტის მკვლელობაში ეჭმიტანილი აფხაზი ძმები დაურ და ადგურ ჯინჯოლიები დააკავეს

რუსი ტურისტის მკვლელობაში ეჭმიტანილი აფხაზი ძმები დააკავეს სოხუმში მყოფი რუსი ტურისტის ანდრეი კაბანოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი აფხაზი ძმების დაურ და ადგურ ჯინჯოლიების ფოტოსურათები გამოქვეყნდა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ,,ფეისბუქის” ვებგვერდზე.
უმცროსმა ძმამ – ადგურმა , უკვე მისცა პოლიციას დანა, რომლითაც მათ მოკლეს კაბანოვი. მან ასევე პოლიციას გადასცა წართმეული სამკაულები და ფოტოაპარატი.
ეს ნივთები ძმებს დამალული ჰქონდათ ტყეში, თავიანთ სახლთან ახლოს. 11 ივლისს თევზაობიდან მომავალ რუს ტურისტს ორი შეიარაღებული პირი თავს დაესხა და ავტომატის მუქარით მოსთხოვეს ფული. კაბანოვი შეეცადა, წინააღმდეგობა გაეწია, სწორედ ამ მომენტში მიაყენეს მას დანით ორი ჭრილობა. გაიტაცეს კაბანოვის მეუღლე და ორი ბავშვი, ასევე მათთან ერთად მყოფი მეორე ოჯახი. თუმცა სამართალდამცავებმა გატაცებულები მალე გაათავისუფლეს. ანდრეი კაბანოვი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მომზადებულია — РИА Новости-ს მიხედვით

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com