ახალი ამბები
Home / Uncategorized / „სოფელ ხვითში მცოვრებ თამარ ლაცაბიძეს,რომელიც სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცია, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სახლი დაეწვა დახმარებას ითხოვს“-გიორგი თევზაძე

„სოფელ ხვითში მცოვრებ თამარ ლაცაბიძეს,რომელიც სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცია, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სახლი დაეწვა დახმარებას ითხოვს“-გიორგი თევზაძე

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე და უფლებადამცველი გიორგი თევზაძე აქვეყნებს საზოგადოებრივი მონიტოირნგის შედეგებს გორის მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით.

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე და უფლებადამცველი გიორგი თევზაძე აქვეყნებს საზოგადოებრივი მონიტორინგის შედეგებს გორის მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით. განცხადებაში აღნიშნულია: რომ

„საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი 2017 წლის ივლისადან ახორციელებს საზოგადოებრივ მონიტოირნგს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვითის მაცხოვრებლის თამარ ლაცაბიძის შესაბამისი განცხადების საფუძველზე. საკითხი ეხება სოციალურად დაუცველ მარტოხელა პიროვნებას, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებული ტერიტორიის უშუალო მომიჯნავედ და რომლის საცხოვრებელი სახლის სახურავი ჯერ 2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს ჭურვის შედეგად იქნა დაზიანებული, ხოლო 2009 წელს ამ დაზიანებამ ხელი შეუწყო ხანძრის გაჩენას და ამ მომენტში სახლი საცხოვრებლად ვარგისი არ არის.

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირისთვის ეს ქეისი საყურადღებო და მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, გარდა იმისა, რომ საკითხი ეხება სოციალურად დაუცველი პირის უფლების დაცვას, საკითხი არანაკლებ მნიშვნელოვანია ოკუპირებული ტერიტორიების უშუალო მიმდებარედ მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვის და ამ პირთა მიმართ სახელმწიფო მხარდაჭერის საკითხის შესწავლის თვალსაზრისითაც, რაც ხელისუფლებისა და თვითმმართველობის ორგანოების პირდაპირ პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს. 
გორის მუნიციპალიტეტოს წერილობითი პოზიციის თანახმად, იგი მზად არის ასობით ლარი გამოყოს ქირის გადასახდელად, მაშინ როდესაც თ.ლაცაბიძის სახლზე მინიმალური სამუშაოს ჩატარების ხარჯები მნიშვნელოვნად ნაკლებია ქირისთვის განკუთვნილ სახსრებზე.

ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის თვითმმართველობის ბიუჯეტში იქნებოდა ასახული სახსრები შესაბამისი სოციალური პროგრამისათვის, თუმცა არათუ 2018 წლის ბიუჯეტში, არამედ გორის მუნიციპალიტეტის ბოლო წერილით ცნობილი გახდა რომ მნიციპალიტეტი არც 2019 წლის ბიუჯეტშიც მუნიციპალიტეტი არ გეგმავს ამ სოციალური მიმართულებით სახსრების გათვალისწინებას, თანაც იმ პირობებში, რომ ამ კატეგორიის პიერბი პირველ რიგში საჭიროებენ თვითმმართველობის ორგანოთა მხარდაჭერას და დახმარებას.

საკითხი სცილდება ერთ კონკრეტულ შემთხვევას და ავლენს თვითმმართველობის ცალკეული ჩინივნიკების მათ შორის დავით ინიაშვილის და კონსტატინე თავზარაშვილის არასათანადო მიდგომებს, რომელზეც ჩინოვნიკებს პასუხის გაცემა ადრე თუ გვიან კანონით დადგენილი წესით აუცილებლად მოუწევთ. რომელიც ასევე სხვა კომპეტენტური ორგანოების შესწავლის საგანიც შეიძლება გახდეს.

მივმართავთ ამ საქმეში მონაწილე საქართველოს მთავრობას და საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს,  თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ ყველა სათანადო მოქმედება, რათა სახელმწიფო სახსრებით, ზამთრის პირობების გათვალისწინებით დროულად, მოხდეს თამარ ლაცაბიძისათვის მინიმალური სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა.

ამ საკითხზე საზოგადოებრივ მონიტოირნგს აუცილებლად გავაგრძელებთ და საზოგადოებას მიწოდება შესაბამისი ინფორმაციას“ – აღნიშნულია საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარისა და უფლებადამცველის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყინწვისის ე.წ. შეთქმულების“ არარსებული მონაწილის“ შოკისმომგვრელი წერილი: „ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა, ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს, მას მერე გული დამიავადმყოფდა, იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა, ვინც დენით მაწვალებდა-“პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  …….”სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე”… …ამის მერე როგორ უნდა დავინდო ჩემი გამამწარებლები???!!!- “ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს”-მიხეილ ცილიკიშვილი

  ყინწყვისის ე.წ. შეთქმულების არარსებული მონაწილე, პოლიტპატიმარი  მიხეილ ცილიკიშვილი  ციხეში მისი სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com