ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სოფელ მეჯვრისხევიდან 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გაიტაცეს

სოფელ მეჯვრისხევიდან 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხევის მკვიდრი, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გაიტაცეს.

თანასოფლელების თქმით, გოჩა ფიდიური ხშირად მიდიოდა სოფლის განაპირას მდებარე ლომისის სალოცავში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

დაკავებულის ნათესავებს დე ფაქტო რეჟიმის და ე.წ. სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები ჯერ არ დაკავშირებიან.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული -მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“

„მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები იმისთვის, რომ მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com