ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სოფელ ლაითურიდან კამფეტის სამი ხიდან ივანიშვილს ყველაზე ძველი მიაქვს….

სოფელ ლაითურიდან კამფეტის სამი ხიდან ივანიშვილს ყველაზე ძველი მიაქვს….

ხეების ცურვის ახალი სეზონი იხსნება – ივანიშვილი ამჯერად მაგიური დატვირთვის მწვანე ნარგავებს მიადგა. სოფელ ლაითურიდან კანფეტის ხე მიაქვთ.

ტკბილი ჰოვენია, რომელიც ჩინეთიდან გასული საუკუნის დასაწყისში უცნობმა მოგზაურმა ჩამოიანა და რომლითაც გურულები ძალიან ამაყობდნენ, ბეტონის ღობის მიღმა აღმოჩნდება.  

ანსაკუთრებული თვისებების გამო, კანფეტის ხის ნაყოფს ტიბეტელი ბერები სამკურნალოდ იყენებდნენ, ის პოპულარული იყო ძველ რომშიც, სადაც იმპერატორის კარზე ტკბილი ჰოვენიას ბედნიერების მომტან ხედ მოიხსენიებდნენ. ბაბილონში ამ ხის ნაყოფის კი ორგანიზმის გასაწმენდად გამოიყენებდნენ.

ოზურგეთის მერიამ ბიძინა ივანიშვილისთვის ხის გადასაცემად გრძელი სამართლებრივი გზა დაჩქარებული წესით გაიარა. ჩანიშნა საკრებულომ რიგგარეშე სხდომა, რომელმაც მერიის მიმართვის საფუძველზე, კანფეტის ხის ელექტრონულ აუქციონზე გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც კითხვებმა დააბნია, ამბობს, რომ ეს ხეები ბიძინა ივანიშვილს უნდა თუ არა, ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა: 

“არა, არა საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი. ელექტრონიული აუქციონის წესით, ვინც იყიდის ე.ი. იმას სჭირდება ეს ხეები. საკრებულომ იმიტომ მიიღო ეს, რომ ყველა ობიექტი, რომელიც არის გასაყიდი უნდა გაიყიდოს. ეს საკითხები შემოტანილ იქნა საკრებულოზე მერიის მიერ”

თუ რატომ დაეთანხმა საკრებულო მერიის მიერ შემოტანილ საპრივატიზაციო ნუსხას საკრებულო ასე მარტივად, მაშინ როცა სხვა შემთხვევაში უარიც უთქვამთ მერიისთვის, ან რა აუცილებლობა იყო ამ ხეების გაყიდვა, ამაზე დარჩიამ ჟურნალისტის კითხვებს არ უპასუხა.  

საკრებულოს გადაწყვეტილებამ ლაითურის მოსახლეობას დიდი თავსატეხი გაუჩინა. ადგილობრივები შიშობენ, რომ ასწლოვანი ხეების ამოთხრის შემდეგ მათი ჭები დაშრება.

კანფეტის სამი ხიდან ივანიშვილს ყველაზე ძველი მიაქვს, დანარჩენ ორს კი ადგილზე ტოვებს.

ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით მჟავანაძე, დარწმუნებულია, რომ იშვიათი მცენარის შესყიდვა და წაღება სწორედ ივანიშვილს უნდა და უახლოეს დღეებში გამოცხადებულ აუქციონზეც სწორედ მისი კომპანია გაიმარჯვებს.

წყარო: „გურიის მოამბე“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

 რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე კომენტარს აკეტებს: „საოცარი ამბები ხდება საბანკო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com