ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სოსო ოხანაშვილმა ჩვენებისას დაადასტურა, რომ გველის შხამი შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა

სოსო ოხანაშვილმა ჩვენებისას დაადასტურა, რომ გველის შხამი შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა. დღეს ორი მნიშვნელოვანი მოწმე დაიკითხა. „სკაიპის“ მეშვეობით ჩვენება უკვე მისცა პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა სოსო ოხანაშვილმა.

რეზონანსული საქმის პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, სოსო ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი, სძულს და მისი მოშორება სურდათ.

დაცვის მხარე კიოხანაშვილის ჩვენებას ასე კითხულობს: – მათი თქმით, დაკითხვის დროს სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, რომ შორენა თეთრუაშვილი ზოგადად საპატრიარქოში სძულთ.

დაცვის მხარემ ასევე განაცხადა, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის თქმით, მდივან რეფერენტის სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილება ილია მეორემ სამჯერ მიიღო, თუმცა, მეუფეებმა მისი გადარწმუნება შეძლეს.

ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატის პაატა მეხრიშვილის თქმით სოსო ოხანაშვილის ჩვენებამ დაადასტურა, რომ შორენა თეთრუაშვილის მასთანაც ქონია ისეთი თხოვნები, როგორიცაა გველის შხამი.

მისი ამ სამსახურში დანიშვნის დღიდან, შორენა თეთრუაშვილმა ის აითვალისწუნა და ყველანაირად ცდილობდა მის დისკრედიტაციას და მის საქმიანობაში უხეშად ჩარევას, ეს არ გამოსდიოდა და ამით შორენა ძალიან ღიზიანდებოდა. სოსო ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ ის შორენა თეთრუაშვილის თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით პატრიარქის დარწმუნებას ცდილობდა, რაზეც პატრიარქმა სამჯერ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა სხვადახვა მღვდელმთავრის თხოვნის გამო პატრიარქმა თეთრუაშვილი არ გაათავისუფლა.

მან ისიც დაადასტურა რომ შორენა თეთრუაშვილს ახასიათებს თხოვნები ნებისმიერ პირთან, ნებისმიერი ფორმით და საშუალებით, გაიხსენა როგორ სთხოვა მას გველის შხამი. ბუნებრივია სოსო ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ მამა გიორგის არანაირ მკვლელობის მომზადებასთან კავშირი არ აქვს და შორენა თეთრუაშვილის არანაირი მკვლელობის სურვილი არ ქონია.

შორენა თეთრუაშვილი არ იყო ის პირი, რომელსაც შეეძლო სასულიერო პირების დაწინაურებაზე ან დაქვეითებაზე ზეგავლენა მოეხდინა.“- განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.

კომენტარი გააკეთა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმაც. მან ოხანაშვილის ცვენებიდან მნიშვნელოვანი დეტალი გაასაჯაროვა:

“სოსო ოხანაშვილმა თქვა ასეთი რამ, შორენა თეთრუაშვილს მისთვისაც უთხოვია გველისშხამი და ოხანაშვილმა გასცა ასეთი პასუხი: გველის შხამი არა, მაგრამ გველს სადაც დავიჭერთავს მოვაჭრი და იმას მოგიტანო”- აცხადებს რამიშვილი.

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა 28 ივლისს გაგრძელდება.

„ნიუპოსტი“

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com