ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სოროსის ფონდი — საქართველოს რუსეთთან შეჯახების პროვოკატორი

სოროსის ფონდი — საქართველოს რუსეთთან შეჯახების პროვოკატორი

https://ge.news-front.info/2019/12/12/sorosis-phondi-saqarthvelos-ruseththan-shejakhebis-provokatori/?fbclid=IwAR15KFIc86ynI5paBRIHceV45MLio-yVghQytDvp0IFgwxY8U8gXjI_J3Tg

ვაგრძელებთ სოროსის ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული მასალების გამოქვეყნებას. ამჯერად დავინახავთ, რომ «ღია საზოგადოების» ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას საქართველოში წარმოადგენს საქართველოს რუსეთთან მარადიული დაპირისპირების შენარჩუნება, კონფლიქტური ვითარების განმუხტვის არდაშვება.

2016 წლის ოქტომბერში საქართველოში სოროსის ფონდის ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით იქმნება მთელი რიგი ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების «კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის». როგორც ამ სახელწოდებიდან გამომდინარეობს, ახალი კოალიცია იდეა ფიქსად აცხადებს ე. წ. საქართველოსთვის ევრო-ატლანტიკურ კურსს. მაგრამ პოზიტიურ მიზანს არ სჯერდებიან კოალიციის შემქმნელი ორგანიზაციები — «ღია საზოგადოებასთან» ერთად, ამ ფონდის მიერვე დაფინანსებული «საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო», «საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია», «მედიის განვითარების ფონდი» და სხვები (სულ 22 იურიდიული სუბიექტი) თავიანთ არსებობას მტრის ხატის შექმნით ამართლებენ, «მტერი» კი, რა თქმა უნდა, რუსეთია. რუსეთის მტრის ხატი, ბუნებრივია, ოკუპაციის თემატიკით საზრდოობს:

«რუსულ ოკუპაციასთან საბრძოლველად უაღრესად მნიშვნელოვანია სწორი და თანმიმდევრული დიპლომატიური სტრატეგია და მისი მიზანმიმართული განხორციელება. ქართული სახელმწიფოებრიობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი მუდმივად იყოს თავისუფალი სამყაროსა და რუსეთთან ურთიერთობების დღის წესრიგში» — გაჟღერდა კოალიციის პირველსავე მოწოდებაში ხელისუფლებისადმი.

კეთილი და პატიოსანი, ეს ფორმულირება ჯერ კიდევ არ ნიშნავს რუსეთის მიმართ მხოლოდ დესტრუქციული პოლიტიკისკენ მოწოდებას, თუმცა ხელოვნურობის განცდას უკვე ამკვიდრებს. მაგრამ თავის ნამდვილ სახეს კოალიცია სხვა განცხადებებში ავლენს. ასე მაგალითად, ამა წლის აგვისტოში, სააკაშვილის მიერ პროვოცირებული აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე, «ღია საზოგადოების ფონდი» ანუ სოროსის ფონდი, თავის სატელიტ ორგანიზაციებთან ერთად, «კოალიციის» სახელით აცხადებს, რომ დაუშვებელია, ხელისუფლებამ რაიმე პასუხისმგებლობა დააკისროს სააკაშვილის რეჟიმს ომის დაწყებასთან დაკავშირებით, რადგან ეს, თურმე, «ოკუპანტი სახელმწიფოს» და მისი პრეზიდენტის, პუტინის პოზიციებს აძლიერებს.

სოროსელები არად დაგიდევენ სიმართლეს, მათ არ აინტერესებთ ჭეშმარიტება, არამედ სურთ, სუფთად შეინახონ თავიანთი გამოზრდილი სააკაშვილი და მისი რეჟიმის რეპუტაცია. ეს მათ სჭირდებათ რუსეთის ზედმეტი დემონიზაციისათვის , თან ასე უფრო ადვილი იქნება, თავი აარიდონ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მიერ იყო შეგულიანებული სააკაშვილი, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ავანტიურას ხორცს ასხამდა. ეს კითხვა არის ტაბუ დღევანდელი ხელისუფლებისთვისაც, რომელიც სააკაშვილს, როგორც დამოუკიდებელ ფიგურას განიხილავს და პასუხისმგებლობასაც მას აკისრებს და არა მის რეალურ მეთოჯინეებს.

«კოალიცია» თავის განცხადებაში თავხედურად ტყუის, რომ თითქოს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ «საქართველოს წინააღმდეგ ომის გეგმა რუსეთის გენერალურმა შტაბმა 2006 წელს შეიმუშავა». სინამდვილეში, პუტინი საუბრობდა გენშტაბის თავდაცვით გეგმაზე, რადგან რუსული მხარე სააკაშვილის მხრიდან ავანტიურის დაწყების მოლოდინში იყო 2004 წელს განხორციელებული «ცხინვალის ჰუმანიტარული შტურმის» შემდეგ… ასეთი აშკარა, «სააკაშვილის ნარატივით» შექმნილი სიცრუის შემდეგ უკვე მტკიცება არ სჭირდება, ვის თამაშს თამაშობს სოროსის ფონდი საქართველოში.

სოროსის ფონდი დამოუკიდებლად, თავის საკუთარ ანგარიშებში, მუდმივად ხელს აფარებს სააკაშვილის რეჟიმს. ნაცვლად იმისა, რომ ითხოვდეს სიმართლის დადგენას და საქართველოს ინტერესების დაცვას საერთაშორისო არენაზე სიმართლის საფუძველზე, «ღია საზოგადოების ფონდი» შეწუხებულია იმ გარემოებით, რომ დღევანდელი ხელისუფლება მასთან არასაკმარისად თანამშრომლობს და მის კაპრიზებს არ ჰყვება რუსეთთან საერთაშორისო სასამართლოებში უპერსპექტივო სამართლებრივი დავის თვალსაზრისით. სოროსის ფონდის ერთ-ერთ მოხსენებაში ნათქვამია:

«პასიურობის შედეგი კი, შესაძლოა, ჰააგის განსასჯელთა სკამზე მაღალი რანგის ქართველი სამხედრო პირის, ან ყოფილი თანამდებობის პირის ხილვა იყოს. პოლიტიკური ანგარიშსწორების ხიბლი, თუ ცდუნება, ნამდვილად ვერ გაამართლებს იმ ფასს, რის გადახდაც მოვლენების ამგვარი ტრაგიკული განვითარების შემთხვევაში საქართველოს მოუწევს. კერძოდ, იგი პირდაპირ აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და უდავოდ შეასუსტებს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას».

საქართველოს საერთაშორისო იმიჯი ისედაც შესუსტებულია ტალიავინის კომისიის დასკვნის შემდეგ ან თუნდაც ამ დასკვნის გარეშე — მსოფლიომ ნახა ასფალტზე მფორთხავი და ჰალსტუხღეჭია «უმაღლესი მთავარსარდალი», რომელსაც შეეძლო ერთი პატრიოტული ჟესტით გამოესყიდა ეს სირცხვილი — თავად წარმსგდარიყო ჰააგის ტრიბუნალის წინაშე. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, მოვითხოვოთ ოსების ან რუსების დასჯა, თუკი ისინი სამხედრო დანაშაულებში იქნებიან მხილებულნი. სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი პოლიტიკის გამართლება და მიჩქმალვა მეტ პრობლემას უქმნის საქართველოს, ვინაიდან, იმავე ოსების და აფხაზების თვალში ჩვენ «გამოუსწორებელი» მხარე ვართ, რომლისგანაც ისინი მუდმივ საფრთხეს განიცდიან და ჩვენდამი ნდობის შემთხვევაში, ისინი მოტყუვდებიან. საკუთარი დამნაშავეების სამაგალითო დასჯა კი მათ ნდობასაც მოგვიპოვებს და ავტორიტეტსაც გაგვიზრდის საერთაშორისო არენაზე. მაგრამ სწორედ ეს არ აძლევთ ხელს სოროსის მიერ დაქირავებულ დამქაშებს!

*  *  *

ჩვენ თანდათან გადავალთ სოროსის ფონდის სატელიტი ორგანიზაციების ქმედებების აღწერაზეც. მასალა უამრავია. პირველ ეტაპზე შემოვიფარგლებით მხოლოდ აშკარა ფაქტებით. ერთ-ერთი პირწავარდნილი სოროსული ორგანიზაცია და სოროსის ფონდივით, სააკაშვილის რეჟიმის ცუდად შენიღბული ადვოკატი, გახლავთ ორგანიზაცია «საერთაშორისო გამჭვირვალობა» და მისი ლიდერი ეკა გიგაური. ეს სუბიექტი საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს, დაარღვიოს კონსტიტუცია და შეზღუდოს აზრის გამოხატვის თავისუფლება, ვინც არ ეთანხმება საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსს და მართლმადიდებელ რუს ხალხს თავის მეგობრად მიიჩნევს:

„რუსული პროპაგანდა არის გლობალური პრობლემა და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა და ამ პროპაგანდასთან ბრძოლა არ არის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე. ეს ეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. რუსული პროპაგანდა საქართველოსთვის არ არის ახალი ხილი და ის ეფექტურად მუშაობს ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ძალინ ცოტა რამეს აკეთებს ამის შესაჩერებლად. ხშირად ჩვენ ვხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც პრორუსულ მესიჯებს აჟღერებენ თავის განცხადებებში. მათ რუსეთის ხელისუფლება იყენებს იმისთვის, რომ დააჯეროს საქართველოს მოსახლეობა, თითქოს რუსეთი ჩვენი მეგობარია“ — ამტკიცებდა გიგაური სულ ახლახანს, სექტემბერში, თუმცა ფაქტს იმის თაობაზე, რუსეთი როდის ეცადა ჩვენი მოსახლეობის მოტყუებით დარწმუნებას, არ (ვერ) ასახელებს.

გიგაური თავის რუსოფობიაში უფრო რადიკალი და აგრესიულია, ვიდრე ბევრი სხვა სოროსელი, მათ შორის, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. «გამჭვირვალობის» დირექტორი სახალხო დამცველს აკრიტიკებს იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა 20 ივნისის ანტირუსული გამოსვლების ფონზე ფორმალურად მაინც ახსენა რუსი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა. ნაცვლად ამისა, გიგაური «რადიო თავისუფლებისთვის» მიცემულ იმავე ინტერვიუში რეფრენად იმეორებს: საქართველოში რუსული პროპაგანდა მძვინვარებს და ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამის წინააღმდეგ. მართლაც არაფერს!“

მაინც რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ არარსებული რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც მართლა არაფერს აკეთებს გიგაურისნაირი სოროსელების ანტისახელმწიფოებრივი, ძირგამომთხრელი პროპაგანდის წინააღმდეგ, რომლის მიზანი საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მუდმივი შენარჩუნება და გაღრმავებაა?! ბუნებრივია, ხელისუფლებამ რომ გიგაურს დაუგდოს ყური, მხოლოდ ერთი გზა რჩება — დაარღვიოს კონსტიტუცია და რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მომხრე ადამიანებს (ანუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას) აუკრძალოს გამოხატვის თავისუფლება. ეს კი არის დესტრუქცია, გზა შიდა დაპირისპირებისკენ, შეუფერებელი «გამჭვირვალობის» იდეისათვის, რაზეც პრეტენზია აქვს ქ-ნ გიგაურს.

https://ge.news-front.info/2019/12/12/sorosis-phondi-saqarthvelos-ruseththan-shejakhebis-provokatori/?fbclid=IwAR15KFIc86ynI5paBRIHceV45MLio-yVghQytDvp0IFgwxY8U8gXjI_J3Tg

(გაგრძელება იქნება)

დასაწყისი იხ.: «სოროსის ფონდი — საქართველოს პოლიტიკური კადრების ბოროტი მჭედელი».

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ოხრად დარჩენილა ყველა პარლამენტი და ყველა პარლამენტარი! -უპასუხისმგებლო მთავრობანი კი აქამდეც აქცევდნენ ქვეყანას და ბოლოს სულაც გააქრობენ“

„ჯერ ერთი ოხრად დარჩენილა ყველა პარლამენტი და ყველა პარლამენტარი! თუ პოლიტიკოსი ხარ, წარმოადგინეთ თქვნი პროგრამა, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com