ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სმიტების ოჯახის სამი წევრის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატები მის გათავისუფლებას ითხოვენ

სმიტების ოჯახის სამი წევრის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატები მის გათავისუფლებას ითხოვენ

ამერიკელი ცოლ-ქმარის  რაიან და ლორა სმიტების ოჯახის  სამი წევრის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატები მის გათავისუფლებას ითხოვენ. როგორც ადვოკატმა ალუდა ბუჩუკურმა აღნიშნა, არ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე. ამასთან, ბრალდებულის მეორე ადვოკატმა მურმან ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდება ერთ ჩვენებაზეა აგებული, რომელიც ბრალდებულს გაურკვეველ ვითარებაში აქვს მიცემული. 

„ბრალდება აგებულია ბრალდებულის ერთ ჩვენებაზე, რომელიც გაუგებარია რა ვითარებაში მისცა. პროკურატურას ამ ჩვენებიდანაც მხოლოდ ის ნაწილები აქვს გამოყენებული, რაც ბრალდებისთვის იყო სასარგებლო. საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს და ვერ ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას. ამიტომ, არ უნდა დაკმაყოფილდეს ბრალდების შუამდგომლობა და მალხაზ კობაური უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან”, – განაცხადა მურმან ნიკოლეიშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com