ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სკოლებში მანდატურის სამსახურის ყველა თანამშრომელი სრულად აღიჭურვება მეტალო-დეტექტორებით

სკოლებში მანდატურის სამსახურის ყველა თანამშრომელი სრულად აღიჭურვება მეტალო-დეტექტორებით

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირების მიზნით სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს ინტერნეტ-პორტალი www.befriend.mes.gov.ge, რომელიც წლის განმავლობაში საბოლოო სახით მოდიფიცირდება. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ფსიქოლოგის კონსულტაცია როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე, მობილური აპლიკაციის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მანდატურის სამსახური წარმოდგენილია 458 სკოლაში და სულ დასაქმებულია 1 300 მანდატური. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვირდებისა და პოპულარიზაციის მიზნით, მანდატურებისა და სკოლის მოსწავლეების ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით სპორტული ღონისძიებები გაიმართება.

2021 წლის ბოლომდე პოლიციის აკადემიაში გადამზადდება 1 300 მოქმედი მანდატური, რომელსაც შსს-სა და განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი სასწავლო მოდული არ გაუვლია. ამის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ განათლების მინისტრ  მიხეილ ბატიაშვილთან და მის მოადგილე ნათია ზედგენიძესთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ასევე გაგრძელდება იმ საჯარო სკოლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება (მაგალითად, სკოლის დირექტორის მოადგილეების), სადაც მანდატური არ არის და მისი შეყვანა მოგვიანებით იგეგმება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბრამდე უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი სრულად აღიჭურვება მეტალო-დეტექტორებით. პრეზენტაციაზე გელა გელაძემ მანდატურის სამსახურისების  ანაზღაურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, მათი ანაზღურება მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 200 ლარით გაიზარდა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

 რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე კომენტარს აკეტებს: „საოცარი ამბები ხდება საბანკო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com