ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სკოლა გამოცდების გარეშე-„რომელ სულელს მოუნდა გამოცდების მოხსნა?“

სკოლა გამოცდების გარეშე-„რომელ სულელს მოუნდა გამოცდების მოხსნა?“

 სკოლა გამოცდების გარეშე , რას ნიშნავს ეს ნაბიჯი? ექსპერიმენტები განათლების სისტემას კიდევ უფრო დააზარალებს, არადა,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი  კიდევ უფრო ამარტივებს  სასკოლო განათლებას, არ გამორიცხავს, რომ  2019 წელს 12 კლასში გამოსაშვები გამოცდების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება გადაიხედოს:

„ჩვენ უნდა გავიაროთ კიდევ ბევრი კონსულტაცია, მოსამზადებელია კიდევ ბევრი სამუშაო საკანონმდებლო დონეზე. ეს რეფორმა რეალურად ძალაში შედის 2020 წლიდან, ამიტომ შეეხო მე–11 კლასს. რაც შეეხება მე–12 კლასს, ეს, რა თქმა უნდა, სამსჯელო საგანია,  ექსპერტებთან, საკანონმდებლო  ორგანოსთან ერთად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. მიზანი ერთადერთი გვაქვს, რომ პირველ რიგში არ დავაზარალოთ რეფორმა, მეორე უკიდურესობა არ უნდა დაგვემართოს. ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, შეიძლება, ნეგატიურად აისახოს პროცესზე, ამიტომ წინასწარ სამსჯელოდ გამოვიტანეთ ინფორმაცია.

კონსულტაციები გაგრძელდება ექსპეტებთან და კანონმდებლებთან ბევრი ცვლილება დაგვჭირდება ამ პერიოდისთვის. გადაწყვეტილება, პირველ რიგში, იქნება არა სისტემის დაზიანებისთვის, არამედ გაჯანსაღებისთვის  და თუ რაღაც რისკებთან იქნება დაკავშირებული, ჩვენ თითონ ვაჩვენებთ ამ რისკებს“, – აღნიშნა ბატიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

სწორედაც,   დიდი რისკი ეს ნაბიჯი, ამით დაზარალდებიან მოსწავლეები და კიდევ უფრო დაეცემა განათლების დონე.

შეფასებისადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მომავალი წლიდან მოსწავლეებს გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ, ეროვნული გამოცდები კი ოთხის ნაცვლად, სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება. სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილს დაანონსებული სიახლეები მოწონს, ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ გამოცდების შეკვეცა და გაუქმება განათლების ხარისხს კიდევ უფრო გააუარესებს:

„გიხაროდენ ერო! სკოლის გამოცდების მოხსნა მხოლოდ უვიცი თაობის ,,აღზრდას”ემსახურება. ცოტა მაინც იყო შანსი იმისა,რომ წიგნს აიღებდნენ ხელში და რაიმეს ისწავლიდნენ, თუნდაც გამოცდების შიშით. ახლა ამის შანსიც მოსპეს. ნიშნების დაწერის ტრადიციაც მალე აღარ იქნება და ვთესოთ და ვწიოთ მარიხუანას ჭაპანი.სირცხვილიაააა! #მეტი სიჩლუნგე. #მეტი უვიცობა. #მეტი არაპროფესიონალიზმი.#მეტი თავისუფლება” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ნათია ნათია.

„ღმერთო, რომელ სულელს მოუნდა გამოცდების მოხსნა? ყველაზე ტკბილად აბიტურიენტობის პერიოდი მახსენდება, მრავალი მიზეზის გამო, ზუსტად მაშინ მივხდი, თურმე რამდენი რამ არ მცოდნია და ახლა მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი სწავლით დატვირთული 2 წელი არსებობდა. რამდენჯერ მიფიქრია დიდი სიამოვნებით კიდევ ერთხელ გავიდოდი ეროვნულებზეთქო, რამდენჯერ გამხსენებია ის შეგრძნება გამოცდიდან კმაყოფილი, რომ გამოდიხარ და ამათმა რა გააკეთეს, ისედაც გამოცდების გამო სწავლობს უმრავლესობა, სამწუხაროდ, თავიდან მათ შორის მეც ვიყავი, და ახლა ეს გამოცდებიც მოხსნეს, სასაცილოა სატირელი, რომ არ იყოს…” – წერს ნათია თოფურია.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

 რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე კომენტარს აკეტებს: „საოცარი ამბები ხდება საბანკო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com