ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „სკოლაში უნდა აღდგეს გამოცდები, განსაკუთრებით ქართულსა და ისტორიაში“-გაიოზ მამალაძე

„სკოლაში უნდა აღდგეს გამოცდები, განსაკუთრებით ქართულსა და ისტორიაში“-გაიოზ მამალაძე

არც ერთ სახელმწიფოში მოქალაქეობას არ აღირსებენ ადამიანს, თუ მან არ იცის  სახელმწიფო ენა და ქვეყნის ისტორია. არც ერთ ქვეყანაში არ დაუშვებენ, რომ მოსწავლეებს სიზარმაცისკენ უბიძგონ და გამოცდები გააუქმონ, განსაკუთრებით ამ საგნებში.

განათლების სისტემას აუცილებლად სჭირდება რეფორმა. გასაუმჯობესებელია სახელმძღვანელოები, სწავლების მეთოდიკა და სხვა. მეთორმეტე კლასის არსებობის მიზანიც გაუგებარია. მეთორმეტე კლასში გაკვეთილები, ფაქტობრივად, არ ტარდება და რისთვისაა შემოღებული, კაცი ვერ გაიგებს.

საქართველოს სამეფო კლუბი განათლების სისტემაში რეფორმების უფრო დეტალურ კონცეფციას სხვა დროს გამოაქვეყნებს.

ახლა კი მოვითხოვთ – ქართული ენისა და ლიტერატურის და საქართველოს ისტორიის ცოდნა სავალდებულო გახდეს თითოეული მოქალაქისათვის. ამიტომ, მეტი ყურადღება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას. ისტორიის პროგრამა კი უნდა შეიცვალოს, უნდა დაემატოს საკითხები საქართველოს ისტორიიდან.

სკოლაში უნდა აღდგეს გამოცდები, განსაკუთრებით ქართულსა  და ისტორიაში. სხვა შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ გაზარმაცებულ თაობებს და ვერც არაქართული სათვისტომოების წარმომადგენლებს მივცემთ საშუალებას ჩაებან საქართველოს  ცხოვრებაში სრულყოფილად. ჩვენ ხელი არ უნდა ვკრათ სხვა ეროვნების ადამიანებს და კარგად უნდა ვასწავლოთ ქართული ენა და საქართველოს ისტორია.

ქართული სალიტერატურო ენა უნდა ისწავლებოდეს უკეთ (გარდა ამისა, უნდა დაემატოს შემადგენელი ნაწილების (დიალექტებისა და მეგრულის, სვანურის და ლაზურის) ერთიანობის საფუძვლების შესწავლა. ახსნა-განმარტება, თან სრულიად საქართველოს ტეროტორიაზე). როგორც ვთქვით, საქართველოს ისტორიასთან ერთად. საქართველოს ყველა მოქალაქემ, ყველა ქართველმა უცხოეთში (ემიგრანტებმა, ლაზებმა და მესხებმა) უნდა იცოდნენ, რა არის ჩვენი მტკიცე ერთობის საფუძველი.რთველოს ისტორიაში სავალდებულო უნდა იყოს ყველა უმაღლეს სასწავლებლისთვის, ისევე როგორც ქართული ენისა და ლიტერატურისა!

ამასთან, ყურადღება უნდა მივაქციოთ საქართველოს მეორე სახელმწიფო ენას, აფხაზურს (აფსარულს, აფსუურს) და აფხაზეთის ისტორიას. კარგი იქნება, თუ აფხაზეთის ისტორიას უფრო დაწვრილებით ვასწავლით სკოლებში   (როგორც ვთქვით, სასკოლო პროგრამაში საქართველოს ისტორიის წილი უნდა გაიზარდოს) და უმაღლეს სასწავლებლებში. ხოლო აფსარულის სწავლის მსურველებს კი პედაგოგებს მოვუმზადებთ და საათებს დავუნიშნავთ.

თუ გვინდა სახელმწიფოს აშენება, ეს უნდა გავითვალისწინოთ.

სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძე

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

 რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე კომენტარს აკეტებს: „საოცარი ამბები ხდება საბანკო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com