ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სკანდალი: „სისხლიანი პრემია 6 ათას ლარი-სასტიკად მოკლული დათუნა სარალიძის საქმის გამო“

სკანდალი: „სისხლიანი პრემია 6 ათას ლარი-სასტიკად მოკლული დათუნა სარალიძის საქმის გამო“

 

 

 

სოფიო ხორგუანიკანდალურ დოკუმენტებს აქვეყნებს. დოკუმენტები ეხება სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის პრემია-დანამატებს. აღსანიშნავია, რომ გიორგი ბურჯანაძეს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დანამატი, 6 ათასი ლარის ოდენობით გამოუწერა ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის და სასტიკი მკვლელობის საქმის შესწავლის გამო.

“იმიტომ რომ აქ საჯაროდ დავდე პირობაშევიტანდი წერილებსსაჯაროდ გამოვაქვეყნებ პასუხებსაც;

იმიტომ რომ არასოდეს არცერთმა ჩინმამოხელემ თუ რანგირებულმა არ გაბედოს ჩვენიმოქალაქეებისდაცინვაან აბუჩად აგდება;

იმიტომ რომ არ არსებობს სახელმწიფო ფულიეს ჩვენი ყველას საერთო ფულია და მას უნდა გაუფრთხილდნენ;

იმიტომ რომროცა თანამდებობებს თანხმდებიანპასუხისმგებლობაც ატარონ და რაც უფრო მაღალია სტატუსიმეტია პასუხისმგებლობაისინი დაქირავებულნი არიან ჩვენს სამსახურში;

იმიტომ რომ არ არსებობს პრივილეგირებულთა კასტა სამოქალაქო საზოგადოებაში და ერთი მოქალაქე მთელსინსტიტუტებზე მეტად ძვირფასია;

იმიტომ რომ ვერავინ დააზიანებს ინსტიტუტის რეპუტაციას ისეროგორც ამ ინსტიტუტის წარმომადგენლისსიტყვა და საქციელი.

სახალხო დამცველის მოადგილემრომლის ყოველთვიური ხელფასი 6 ათასი ლარიათავს უფლება მისცახორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესწავლისთვის დამატებით აეღო დანამატი 6 ათასი ლარისოდენობით!” – წერს სოფიო ხორგუანი.

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი ამის შესახებ  სოციალურ ქსელში წერს:

„სასტიკად მოკლული დათუნა სარალიძის მამა კარავშია, სამართალს ითხოვს!
სახ.დამცველის მოადგილე კი, მოკლულის ბავშვის საქმის მასალების წაკითხვის გამო, პრემიას, 6 ათას ლარს, იღებს. სისხლიანი პრემიის გამცემი და მიმღები დღემდე ინარჩუნებენ სკამს. 
გასაოცარი დემოკრატიაა, ვერაფერს ვიტყი!“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეთერშია ”კური”-გვამცნობს ქიბარსალიზებული ხმა“

  „ფრიად სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილა ”კურიერის” წამყვანთა ვინაობა. მას ქიბარ ხალვაში და ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com