ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სკანდალური განცხადება: „ტერიტორია, სადაც საინჟინრო სამუშაოები მიმდინარეობს აზეირბაჯანის მიერ არის კონტროლირებადი“-ლაშა დარსალია

სკანდალური განცხადება: „ტერიტორია, სადაც საინჟინრო სამუშაოები მიმდინარეობს აზეირბაჯანის მიერ არის კონტროლირებადი“-ლაშა დარსალია

„მოგეხსენებათ, სასაზღვრო ზოლზე კონტროლი ხორციელდება როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ქედს მიღმა გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს, ამიტომ ჩვენ სრულყოფილი ინფორმაცია მოვითხოვეთ ამასთან დაკავშირებით. დავაყენეთ საკითხი, რომ დელიმიტაციის ამოცანებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არ გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც აღქმას შექმნის, რომ რაიმე სახით იცვლება სტატუს კვო.

ის სამუშაოები წარმოებს აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე,დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოებს აზერბაიჯანული მხარე საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე ახორციელებდა, თუმცა ამის მიუხედავად, აღნიშნული სამუშაოები ამ დროისათვის შეწყვეტილია. განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ორმხრივი კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეილებას ლაშა დარსალია ასე აფასებს:

“23-24 მაისს გაიმართა კომისიის შეხვედრები ბაქოში. ორივე მხრიდან წარმოდგენილია რამდენიმე უწყება, რომელიც უშუალოდ არის საზღვრის საკითხებში ჩართული. კომისია რამდენიმე წელია არ შეკრებილა. 2 კვირის წინ, საქართველოს მხრიდან მოხდა კომისიის განახლება. განხილული იყო ყველა სადაო მონაკვეთი. დაახლოებით, 2/3 შეთანხმებულია. დარჩენილია გადაწყვეტილების მიღება – 1/3 -ზე. აქ საუბარია, დაახლოებით, 14-მდე მონაკვეთზე, მათ შორის არის დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაც. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საექსპერტო ჯგუფებმა ადგილზე კიდევ ერთხელ შეისწავლონ ვითარება, რომლის შემდგომაც კომისია დაუყოვნებლივ შეიკრიბება არსებული შედეგების განსახილველად. ეს შესაძლოა 1 თვის განმავლობაში მოხდეს“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

 

 

„ჩახედე მოღალატეს თვალებში !!! ეს არაკაცი აცხადებს,რომ დავითგარეჯა აზერბაიჯანია !!! ეს ვირთხა ლაშა დარსალიაა-საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე !!!-საბდრი ბრეგაძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აღკეთეთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა (ვიდეო)

Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com