ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „სი-ესის“მომწამლავი გაზი, რომელიც რუსმა ოკუპანტმა ჯარისკაცებმა 9 აპრილს მოშიმშილეების წინააღმდეგ გამოიყენეს

„სი-ესის“მომწამლავი გაზი, რომელიც რუსმა ოკუპანტმა ჯარისკაცებმა 9 აპრილს მოშიმშილეების წინააღმდეგ გამოიყენეს

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა.მოიხსენოს უფალმა სასუფეველსა თვისსა (1989 წლის 9 აპრილს დაღუპულები1. ადამია აზა, 22 წლის2. ბაშალეიშვილი ნათია, 16 წლის3. ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის4. გიორგაძე ნატო, 23 წლის5. დოლიძე თამუნა, 28 წლის6. ენუქიძე თინა, 70 წლის7. თოიძე ნინო, 25 წლის8. კიკვიძე ზაირა, 61 წლის9. ლოლაძე მანანა, 33 წლის10. მამულიშვილი თამარი, 50 წლის11. მეტრეველი ვენერა,12. ნოზაძე მამუკა, 22 წლის13. სამარგულიანი ნანა, 41 წლის14. ქვასროლიაშვილი შალვა,15. ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის16. ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის17. ჭოველიძე თამარი, 16 წლის18. ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის19. ჯინჭარაძე მზია, 43 წლის20. მელქაძე მანანა 23 წლის.

989 წლის 9 აპრილს გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა, გენერალ როდიონოვის ხელმძღვანელობით, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეები. … საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 5 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზ

21.

ბავშვები და მოშიმშილე ქალები, რომლებიც მთავრობის სასახლის წინ ისხდნენ და შიმშილობდნენ, დაუძლურებულებს ოკუპანტი ჯარისკაცები სასტიკად გასუწორდნენ..ნიჩბებით დაგვიჩეხეს ჩვენი საბრალო ქალები- ეს დღე საქართველოს ისტორიაში დიდი ტკივილია. სისხლისღვრა რომელმაც საქართველოს თავისუფლება მოუტანა. სამარადისო დიდება მათ სულებს და ნათელი და სანთელი.

ქარსელაძე გია 25 წლის, ის კომენდატის სააის დროს მოკლეს, მაშინ როცა ბილისში ჯარი იდგა და ქუჩაში გასვლის უფლებას არავის აძლევდნენ.

გია ქარსელაძე კომენდატის სააის დროს ქუჩაში ჩაცხრილეს,ასე უმოწყალოდ იქცეოდნენ ოკუპანტები. დღესაც, ამდენი წლის შემდეგ კვლავ ჩვენს მიწას ყოვლდღე ნაგლეჯ-ნაგლეჯ გვაცლიან.

ჩვენ ყველას გვეგონა, რომ, უბრალოდ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. როდესაც ჯავშანტრანსპორტიორებიდან ისროდნენ ამ ნივთიერებას, მიწაზე რომ ეცემოდა, სკდებოდა, თეთრი კვამლი ამოდიოდა და იშლებოდა. … „ცნობილ გამაღიზიანებელ ნივთიერებებთან ერთად, 9 აპრილს გამოიყენეს ტოქსიკოლოგებისათვის უცნობი შედგენილობის ნივთიერებანი, „სი-ესი“. … მომწამლავი ნივთიერებების გამოყენების შესახებ წერია იმ ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულ ეროვნული უსაფრთხოების არქივში, 1989 წლის 26 აპრილიდან ინახება და რომელსაც წლების მანძილზე გრიფი „საიდუმლო“ ედო.კომისია განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ 9 აპრილს მომწამლავი ნივთიერებების გამოყენების ფაქტის დამალვამ და ამ საკითხზე არასრულმა ინფორმაციამ, მომწამლავი ნივთიერებების აღმოსაჩენად სინჯების დაგვიანებულმა და არასაკმარისად სისტემატიზებულმა აღებამ, გაართულა დიაგნოზის დასმა და დაშავებულთა მკურნალობა. … “დადგინდა, რომ სამხედრო ნაწილებმა გამოიყენეს მრავალი სახეობის „ჩერიომუხა”, რომლის შემადგენლბაში ძირითადად შედის ცრემლმდენი მომწამვლელი ნივთიერება – ხლორაცეტოფენოლი (ქაფი). … 9 აპრილს დაღუპულთა და დაზარალებულთა სამედიცინო გამოკვლევები არაფრით არ ეტევა მხოლოდ მოცემულ მომწამლავ ნივთიერებათა ფარგლებში.9 აპრილის ტრაგედია — 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი გახარია:„ ივანიშვილს მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ?-თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელიც საქართველოში დღეს ხდება?“

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და ...