ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „სიტკბოებით ისროდა მაგ იარაღს, ბევრისგან ვიცი, რომ სამივეს მაგან წაართვა თვალის ჩინი- შეიძლება ეგ მსახურებდეს? სჯობს მე დავისაჯო და მაგან თავისი მიიღოს“ – განაცხადა მეუფე იაკობმა

„სიტკბოებით ისროდა მაგ იარაღს, ბევრისგან ვიცი, რომ სამივეს მაგან წაართვა თვალის ჩინი- შეიძლება ეგ მსახურებდეს? სჯობს მე დავისაჯო და მაგან თავისი მიიღოს“ – განაცხადა მეუფე იაკობმა

 

 

„ეტყობა სპეციალური დანიშნულების რაზმი როცაა, დიდი ხანი ითმენდნენ და ეტყობა რაღაც პერიოდში ვეღარ მოითმინეს და ის რაღაცეებიც გააკეთეს, რისი ბრძანებაც არ ჰქონდათ. მე არავის გამოყვანა და „გაპრავება“ არ მინდა. მაგრამ ერთ რამეს ვუყურებდი. ის ადამიანი უნდა გადმოგვცენ ქართველებს, რომელიც ჟინით ესროდა. თავისიანმაც აუკრა თუ გახსოვთ. არ შეიძლება სახელმწიფომ ის ადამიანი დაიცვას.

მე როგორც ვიცი, ის ადამიანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრი, დიდი გადაცდომა მოუვიდა და ჩვენს პერიოდში, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ აღადგინეს და კი ვნახეთ, ისე ისროდა, თითქოს ირმებს ესროდა. ეს არ უნდა შერჩეს არავის. ეს არ არის არც მინისტრის, არც ვიღაცის დანაშაული. მე მაგას მანიაკად მოვიხსენიებ. მოვძებნი და ვნახავ მაგას, თავისას მიიღებს. ვერ უშველის ის, რომ რაღაც სტრუქტურაშია გაწევრიანებული. მიპოვნიან და მომიყვანენ.

თვალგამოთხრილი გოგო რასაც იტყვის, იმას მიიღებს თავიდან ბოლომდე. აცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს. სიტკბოებით ისროდა მაგ იარაღს. ბევრისგან ვიცი, რომ სამივეს მაგან წაართვა თვალის ჩინი. შეიძლება ეგ მსახურებდეს? სჯობს მე დავისაჯო და მაგან თავისი მიიღოს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

 პ.ს. საუბარია სპეცრაზმელზე, რომელიც დამიზნებით ესროდა ჟურნალისტებს დ მათ შორის 3 ადამიანს ესროლა, რის შერდეგადაც მათ თვალი დაკარგეს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

კახი კალაძემ თბილისის მოსახლეობას მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი დაუფარა

თბილისის მერიამ და კახი კალაძემ თბილისის მოსახლეობას მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი დაუფარა. ეს ეხება ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com