ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „სირცხვილია,  21-ე საუკუნეში ამხელა კანალიზაციის მასები ჩაედინებოდეს ზღვაში ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე(ვიდეო)“

„სირცხვილია,  21-ე საუკუნეში ამხელა კანალიზაციის მასები ჩაედინებოდეს ზღვაში ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე(ვიდეო)“

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ავეხმაურებით შავი ზღვის დაბინძურების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო კადრებს, რომელშიც…

Posted by G.F.G / მწვანე მომავალი საქართველოსთვის on ორშაბათი, 05 აგვისტო, 2019

 

ვეხმაურებით შავი ზღვის დაბინძურების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო კადრებს, რომელშიც ჩანს ბათუმის სანაპიროს კონკრეტულად კი სამგზავრო ნავსადგურის ტერიტორია,  სადაც ჩაედინება ფეკალური მასები(კანალიზაცია) ეს პირველი ფაქტი არ არის სამწუხაროდ.

ძირითადად ამ საკანალიზაციო არხის გამოყენება ხდება ღამით, როდესაც რთულია ვიზუალურად ამ ყოველივეს დანახვა. მოვუწოდებთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს, დაუყოვნებლივ მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება და ყველა დამნაშავე იქნას დასჯილი.

ასევე, მოუწოდებთ აჭარის მთავრობის თავჯდომარეს ბ-ნ თორნიკე რიჟვაძეს,  აიყვანოს ეს ფაქტი პირად კონტროლზე.

სირცხვილია,  21-ე საუკუნეში ამხელა კანალიზაციის მასები ჩაედინებოდეს ზღვაში ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე. ჩვენი მოძრაობა გმობს აღნიშნულ ფაქტს და ითხოვს ყველა იმ პირის თუ ორგანიზაციის დასჯას კანონის შესაბამისად, ვინც ამხელა ზიანს აყენებს ეკოლოგიას და გარემოს.“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com