ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „უფასო მედიკამენების პროგრამა ფაროვდება“- სიმბოლურ ან განახევრებულ ფასად გადასაცემი მედიკამენტების ჩამონათვალი 60-მდე გაიზრდება, რომელსაც სოციალურად დაუცველების გარდა პენსიონერები და შშმ პირები მიიღებენ

„უფასო მედიკამენების პროგრამა ფაროვდება“- სიმბოლურ ან განახევრებულ ფასად გადასაცემი მედიკამენტების ჩამონათვალი 60-მდე გაიზრდება, რომელსაც სოციალურად დაუცველების გარდა პენსიონერები და შშმ პირები მიიღებენ

„უფასო მედიკამენების პროგრამა ფაროვდება“- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა  დავით  სერგეენკომ განაცხადა.

სიმბოლურ ან განახევრებულ ფასად გადასაცემი მედიკამენტების ჩამონათვალი 60-მდე გაიზრდება.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ მედიკამენტებით საერთოდ, უფასოდ უზრუნველყოფა მოვახდინოთ. შარშანდელიდან, სოციალურად დაუცველები მედიკამენტებს იღებენ მაქსიმუმ 1 ლარად. სექტემბრიდან ეს პროგრამა გაფართოვდა და პენსიონერები და შშმ პირები არიან ჩართულები. მათ საშუალება აქვთ მედიკამენტები საბაზრო ფასის მაქსიმუმ ნახევრად შეიძინონ. მედიკამენტების ჩამონათვალიც 23-დან 35-მდე გაიზრდება. დაემატება ყველაზე გავრცელებული დაავადებების – გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რომელიც კომბინირებულია და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაემატება ისეთი გავრცელებული და მნიშვნელოვანი ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, როგორიც არის ეპილეფსია და პარკინსონის დაავადება. ესეც ძალიან დიდი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის. ჩვენი მიზანია, რომ მედიკამენტების მინიმუმ 60 დასახელებებზე ავიდეთ“, – განაცხადა მან.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“სტალინის გამო შემიძლია ტანკსაც შევუვარდე”-ემზარ კვიციანი

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ- ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა ,,მეტრონომის” ბლიც ინტერვიუში სტალინზე ისაუბრა. “სტალინი ჩემთვის იყო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com