ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

 

 

 

ისნის მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, რომელსაც ბრალი თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე წარუდგინეს, დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

„იმედგაცრუებული ვარ. პროკურატურა ჩემს ინტერესებს უნდა იცავდეს, მაგრამ გამოდის, რომ ილია ჯიშკარიანის ინტერესებს იცავს, – ამის შესახებ საკრებულოს თანამშრომელმა თამთა თოდაძემ ისნის მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე განაცხადა.

„მე იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლის ველიდან გავდივარ. პირიქით – ეს მაძლევს უფრო მეტ მოტივაციას, რომ მეტად ვეცადო ჩემი სიმართლის დამტკიცებას. საქმეს ძალიან ბევრი მასალა აკლია, რაც აუცილებლად დაემატება და რაც გამოძიებისთვის იქნება საჭირო, ყველაფერი თანდართული იქნება. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პროკურატურას შეეძლო, რომ უფრო სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონოდა ჩემს საქმესთან დაკავშირებით იქიდან გამომდინარე, რომ საქმე არის ძალიან მყარი, საქმეში არის ძალიან ბევრი ნივთმტკიცება, რომელიც ადასტურებს ილია ჯიშკარიანის ბრალს, შესაბამისად, იმედგაცრუებული ვარ პროკურატურისგან, რადგან მისგან მოველოდი ჩემი უფლებების დაცვას, თუმცა მე აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს.

საქმის მასალებს რომ გადავხედე, გამოძიება დაიწყო ძალიან გვიან. აქაც ჩანს გავლენის სფერო. უბრალო მოქალაქე რომ ყოფილიყო ბატონი ილია ჯიშკარიანი, ასე არ მოხდებოდა, თუმცა მოხდა. არ მოველოდი პროკურატურისგან, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით იქნებოდა გირაო შეფარდებული,“ – განაცხადა თოდაძემ.

 

 

''კურიერი" 18:00 საათზე

Posted by Rustavi 2 on პარასკევი, 11 ოქტომბერი, 2019

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com