ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / სერგეი შამბა:„მე არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში, დროა, დიალოგის დამყარება და საერთო მომავალზე ფიქრი დავიწყოთ“…

სერგეი შამბა:„მე არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში, დროა, დიალოგის დამყარება და საერთო მომავალზე ფიქრი დავიწყოთ“…

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

„მე არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში. კი, ჩვენ გვქონდა ეთნიკური კონფლიქტი, თუმცა ის დიდწილად პოლიტიკური კონფლიქტი იყო, – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ პრემიერ-მინისტრმა, „დეპუტატმა“ სერგეი შამბამ რადიოსადგურ Эхо Москвы-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მე საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერი ვიყავი. მაგრამ მე პირველი ვიყავი, ვინც საუბარი დაიწყო იმაზე, რომ დროა, დიალოგის დამყარება და საერთო მომავალზე ფიქრი დავიწყოთ. ჩვენ მეზობელი ერები ვართ და ვიყოთ მეზობლები ჩვენი ბედისწერაა. მეზობელ ერებს შორის, არა მხოლოდ ჩვენსა და საქართველოს შორის, ყოველთვის იყო ომები, ევროპაშიც კი. თუმცა, შემდეგ დგება დრო, როდესაც ურთიერთობების დალაგება უნდა მოხდეს. ჩემი აზრით, ახლა შეიძლება ასეთი დიალოგის დაწყება საქართველოსთან“, – განაცხადა სერგეი შამბამ. 

სერგეი შამბამ ასევე აღნიშნა, რომ „აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ აღიარება ყველა საკითხის გადაჭრაა“.

„დიდი რუსეთი პატარა აფხაზეთისთვის მთელი სამყაროა. ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან ერთად გადავჭრათ ჩვენი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების საკითხები, ვინაიდან რუსეთი გვთავაზობს არა მხოლოდ თავის ბაზრებს, არამედ ეკონომიკურ დახმარებასაც. ამ თვალსაზრისით რუსეთი ჩვენთვის მთელი სამყაროა“, – აღნიშნა სერგეი შამბამ. 

კითხვას, თუ რატომ შესძლო აჭარამ მაღალი დონის ევროპული კურორტის შექმნა, ხოლო აფხაზეთმა ვერა, სერგეი შამბამ უპასუხა:

„იქ ბევრი ინვესტიცია იყო. საქართველოს მთელი მსოფლიო ეხმარება: ევროპა, აშშ. ისინი დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტიციების ჩადებით. ჩვენ კი ორიენტირება მხოლოდ რუსულ ინვესტიციებზე გვაქვს“. 

👉 დღის ამბები

👉 სერგეი შამბა: "დროა საქართველოსთან დიალოგი დავიწყოთ"

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ხუთშაბათი, 16 აგვისტო, 2018

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ხალხს სათესლე მასალა შემოეჭამა,500 ლარიანი ვაუჩერები გამოყონ“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში „ხალხს ამ მძიმე გაზაფხულის ფონზე სათესლე მასალა შემოეჭამა, სანამ სეზონია 500 ლარიანი ...